„პირველ კურსზე UCLA-ს კოლეჯში გენდერის ლექციებზე ჩავეწერე და მალევე მივხვდი, რომ მასზე დამოკიდებული გავხდი. ეს ლექციები ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის, შევისწავლიდი იმ საკითხებს რომლებზეც აქამდე არასოდეს მიფიქრია: უჩვეულო თეორიები, სექსუალურობის კონცეფცია და განსხვავება გენდერსა და სექსუალურობას შორის. ამ დროისთვის გადავწყვიტე ფემინისტი გავმხდარიყავი, პარალელურად ლექციებზე ვაგრძელებდი უამრავი რამის შეცნობას ქალურ თავისუფლებაზე, ფემინისტურ რიტორიკაზე და სხვა საკითხებზე. შოკირებული ვიყავი იმდენად ცოტა ვიცოდი გენდერის შესახებ, ამან მიბიძგა იმისაკენ, რომ აღმომეჩინა საკუთარი იდენტობა, როგორც ქალს.
„სხეულიდან თმის მოშორება მომწონს, თუმცა ზოგჯერ თმის გაზრდა თავს სექსუალურად მაგრძნობინებს“.
ემილი რატაკოვსკი

მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ვისაუბრო იმაზე, თუ როგორი იყო ჩემი ქალური გამოცდილება. ორი წლის წინ ზაფხულის არდადეგებს ჩემს მეგობართან და მის შეყვარებულთან ერთად ვატარებდი, ერთ მომენტში ჩემმა მეგობარმა მოულოდნელად აღნიშნა, რომ მე „ჰიპერ ფემინური” ვიყავი, რამაც გამაღიზიანა, რადგან როგორც ჩემთვის, ალბათ სხვებისთვისაც ეს კომენტარი იდენტობის სიმარტივეს მიანიშნებდა. მე გამიზნულად არ ვყოფილვარ არც ქალური და არც მამაკაცური, მე ხომ უბრალოდ საკუთარი თავი ვიყავი.
„მიეცით ქალებს შესაძლებლობა იყვნენ ისეთები, როგორებიც სურთ რომ იყვნენ, იმდენად მრავალმხრივი რამდენადაც მოესურვებათ“.
ემილი რატაკოვსკი

როდესაც ვაშინგტონში, ბრეტ კავანოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დამაკავეს, მთავარი თემა ჩემი ჩაცმულობა გახდა და არა ის, რას ვაპროტესტებდი. ის ქალიც კი, რომელიც ჩემს მარცხნივ იდგა და პროტესტს იზიარებდა, ჩემს ულიფო ზედასა და ჯინსზე აკეთებდა კომენტარს. მათი აზრით, მხოლოდ იმიტომ, რომ სხეული „მოშიშვლეული” მქონდა ეს ჩემი პოლიტიკური აქტივობის მიმართ ეჭვს ბადებდა – მაგრამ რატომ?
ხშირად ვფიქრობ, ის კულტურა და რეალობა რომელშიც ვცხოვრობთ, რატომ მიჯნავს ერთმანეთისგან ჭკვიანსა სექსუალურს? მე თავს თავისუფლად მაშინ ვგრძნობ, როდესაც ნამდვილად მე ვარ: ზოგჯერ ეს ნიშნავს მეცვას მოკლე კაბა, ზოგჯერ ნიშნავს უზარმაზარი ჰუდისა და მაისურის ტარებას. ხშირად თავს ძლიერად ბიუსჰალტერის გარეშე სიარული მაგრძნობინებს, იმ მომენტში ეს უბრალოდ მე ვარ.