„მე შენ მიყვარხარ“ – ჯადოსნური სიტყვებია, რომლის მოსმენასაც სასურველი ადამიანისგან საოცარი ემოციის მოტანა შეუძლია, მაგრამ ისეც ხდება, რომ ხანდახან ამ სიტყვების შემდეგ, უხერხული სიტუაცია იქმნება და უბრალოდ არ იცით, რა თქვათ, არ ხართ მზად საპასუხო რეაქციიისთვის. ამიტომაც, ურთიერთობების ექსპერტები გამოყოფენ პასუხებს, რომლებიც უხერხულობისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ:
ასევე ნახეთ: 5 კატეგორიის კაცი, რომელსაც „მისტერ იდეალურამდე“ შეხვდებით.
1
„მზად არ ვარ, რომ მეც იგივე სიტყვები გითხრა, მაგრამ ვიცი, შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ.“ ეს გულწრფელი პასუხია და გახსოვდეთ, რომ ყველანაირი ურთიერთობის გასაღები, ან გამოსავალი რთული სიტუაციებიდან გულწრფელობაა. თუ მზად არ ხართ, მარტივია, უბრალოდ თქვით ეს ხმამაღლა.
2
„ბედნიერი ვარ, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში ხარ“. შესაძლოა, მის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობდეთ, თუმცა დარწმუნებული არ იყოთ, რომ გიყვართ. ასეთ დროს სჯობს უთხრათ, რომ ბედნიერი ხართ, რადგანაც თქვენს ცხოვრებაშია.
3
„თავი ასე არასდროს მიგრძვნია, შევეცდები დავფიქრდე და გავიაზრო ახლა რა მოხდა“. ესეც კიდევ ერთი გულწრფელი პასუხია. ლოგიკურია, რომ შესაძლოა, უცებ დაიბნეთ და არ იცოდეთ რა თქვათ, ამიტომაც ეს ფრაზა ასეთ მომენტში იდეალური გამოსავალია.
4
„მაბედნიერებ“. რატომაც არა? თუკი მზად არ ხართ, უთხრათ, რომ გიყვართ, ეს არ ნიშნავს, რომ კეთილგანწყობა არ უნდა გამოხატოთ. თუ ბედნიერი ხართ, აუცილებლად აგრძნობინეთ ეს.
5
შეგიძლიათ გრძნობები კოცნით გამოხატოთ. საერთოდაც, ეს საუკეთესო პასუხია სიტყვებზე – „მე შენ მიყვარხარ“ და თქვენი ეს ჟესტი სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობს.
6
„შენი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს“. უხერხულობის თავიდან არიდებაში, ეს ფრაზაც ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. თუკი ფიქრობთ, რომ თქვენც გაქვთ გრძნობები, შეგიძლიათ უფრო შორსაც წახვიდეთ და უთხრათ: „შენი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ვფიქრობ, მეც იგივეს ვგრძნობ.“
7
ჩაეხუტეთ. ესეც ერთ-ერთი იდეალური რეაქციაა, რომელიც ყველა უხერხულობას თავიდან აგარიდებთ