ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად მხოლოდ მეორე ნახევრებს როდი ვირჩევთ. ჩვენი პარტნიორის მიღმა ყოველთვის დგანან ყველაზე გულწრფელი, ერთგული და კეთილი მეგობრები, რომლებიც მწუხარებასა თუ ბედნიერებაშიც ჩვენს გვერდით დგომას ირჩევენ. ალბათ, დაგვეთანხმებით თუ კი გეტყვით, რომ მეგობარი ყველაზე დიდი შენაძენია ცხოვრებაში. არსებობს არგუმენტებით გამყარებული მოსაზრება, თუ რატომ არიან სარკასტული ადამიანები ყველაზე კარგი მეგობრები.
1
ისინი არასოდეს ალამაზებენ სიმართლეს: ბედნიერებაა გვერდით იმ ადამიანების ყოლა, რომლებიც სიმართლის შელამაზების ნაცვლად, ყველაფრის ისე თქმას ამჯობინებენ, როგორც არის. ასეთი ადამიანები პირდაპირობითა და სიხისტით გამოირჩევიან. ისინი არასოდეს გვატყუებენ თვალებში ყურებისას და არ გვეუბნებიან იმას, რისი მოსმენაც გვსურს.

2
ისინი ყველაფერს პირადულად აღიქვამენ: ასეთი ადამაინები არა მარტო მწარე რეალობას მოგახლიან სახეში, თქვენგანაც იმავეს დაელოდებიან. სიმართლე ითქვას, ეს თვისება ამ ადამიანების ყველაზე დიდ ღირსებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, როდესაც თქვენც იმავეს დაუბრუნებთ, ეს მათ თვალში ერთი-ორად აგამაღლებთ.

3
ისინი ფართო სურათის დანახვაში გვეხმარებიან: მხოლოდ სიმართლის თქმის გამო ადამიანს ვერ შეიყვარებ. ეს შესაძლოა ნებისმიერმა ადამიანმა გააკეთოს თქვენთვის. აი დახმარების ხელის გამოწოდება კი სხვა საქმეა. სარკასტულ ადამიანებს, თუ კი ისინი მეგობრებად გთვლიან, კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება აქვთ: სიმართლეს გეტყვიან და ყველანაირად დაგეხმარებიან, რათა იმოქმედოთ. შთაგაგონებენ და ძალას მოგცემენ, რათა ხელახლა დაიწყოთ.

4
მათ თვალდახუჭულიც კი ვენდობით: რთულია, ადამიანმა ჩვენი ნდობა მოიპოვოს, მაგრამ სარკასტულ ადამიანებთან ურთიერთობისას ეს სრულიად შესაძლებელია. მათ შეგვიძლია ბოლომდე ვენდოთ, ისე, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ზურგში დანას არასოდეს მივიღებთ.

5
მათ ზუსტად იციან როდის უნდა დასერიოზულდნენ: და ბოლოს, ყველაზე მთავარი რაც მათ საუკეთესო ადამიანებად და მეგობრებად აქცევთ არის ის, რომ შეუძლიათ სწორად შეარჩიონ დრო, გამორთონ თავიანთი ჩვეული სარკაზმი და ჩვენს პრობლემებსა და სიტუაციას სრული სერიოზულობით მიუდგნენ.
