იდეალური არავინაა, თუმცა მონდომების შემთხვევაში, ყველას შეუძლია იყოს იდეალურთან მიახლოებული. ურთიერთობის ექსპერტები ავლენენ, თუ როგორი უნდა იყოს იდეალურთან მიახლოებული ქმარი.
ასევე ნახეთ: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვერდით კარგი პარტნიორი გვყავს.
1
არ უნდა აშინებდეს პრობლემები. ნამდვილი მამაკაცი რთული გადაწყვეტილებების მიღებისთვის მუდამ მზად არის. გამოუვალ სიტუაციაში კი ის მთავარი დასაყრდენი უნდა იყოს.

2
უნდა იცოდეს სადილის მომზადება. მამაკაცებს საჭმლის მომზადება კარგად ეხერხებათ. თუ კაცს ცოლისთვის გემრიელი კერძის მომზადება ეხერხება, ეს დიდი პლუსია და ურთიერთობაში დამატებით რომანტიკა შეაქვს.

3
ყოველთვის მხარს უნდა გიჭერდეთ. იდეალურია ქმარი მაშინ, როდესაც მარტოს არ გტოვებთ შეცდომების დაშვების დროს და თქვენი უარყოფითი მხარეებით უყვარხართ.

4
უნდა იყოს დეტალებზე ორიენტირებული. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების ნებისმიერი დეტალი უნდა ახსოვდეს. მან უბრალოდ უნდა იცოდეს, რა გსიამოვნებთ და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი.

5
უნდა იყოს ბრძენი. უნდა შეეძლოს თქვენი მოსმენა და რჩევის მოცემა, ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება.

6
უნდა შეეძლოს ცოლის გამხნევება. კარგმა ქმარმა უნდა იცოდეს, როგორ გაგამხნევოთ. იცოდეს, რთულ მომენტში როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ დარდი შეგიმსუბუქდეთ.

7
მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეს დიპლომატია. იდეალურ კაცს შეუძლია საერთო ენა გამონახოს პოლიციელთან, სანტექნიკოსთან და ტოქსიკურ მეზობელთანაც კი.

8
უნდა ახსოვდეს თქვენი პრობლემები. სახლიდან გასვლის შემდეგ არ უნდა ავიწყდებოდეს თქვენი პრობლემები. როდესაც რთული პერიოდი გაქვთ, უნდა გამონახოს დრო იმისთვის, რომ მოგწეროთ, ან დაგირეკოთ და მოგიკითხოთ. გაჩვენოთ, რომ თქვენი პრობლემები მისი პრობლემებიც არის.

9
თქვენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. იდეალური ცოლ-ქმარი, პირველ რიგში, კარგი მეგობრები და ერთმანეთისთვის საუკეთესო მრჩევლები უნდა იყვნენ. ერთობლივად გადაწყვეტილების მიღების უნარი ბედნიერი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.

10
არ უნდა თვლიდეს, რომ საოჯახო ნივთებსა და პროდუქტებს მხოლოდ ქალი უნდა ყიდულობდეს. თუ თქვენს ქმარს უყვარხართ და გაფასებთ, არასდროს გაგრძნობინებთ თავს, როგორც მოახლეს. სუპერმარკეტში ერთად სიარული სათაკილო არ არის, პირიქით საყიდლებზე ერთობლივად წასვლას თავისი რომანტიკა ახლავს.
