ტანტრული სექსის პრაქტიკა ინდოეთიდან იღებს სათავეს და 5000 წელზე მეტს ითვლის. ის სქესობრივი ურთიერთობის ნელი, მედიტაციური ფორმაა, რომლის მიზანი არა მხოლოდ ორგაზმი, არამედ გახანგძლივებული სიამოვნება გახლავთ. ამგვარი სექსი უფრო ღრმა და მგრძნობიარეა. დაგვეთანხმებით, რომ იმ ქვეყანას, რომელმაც მსოფლიოს „კამასუტრა” აჩუქა, სექსუალური სიამოვნების საკითხებში შეგვიძლია აზრი დავეკითხოთ.
ტანტრული სექსი ვიზუალიზაციის, შეხების და სუნთქვის ტექნიკების გაერთიანებაა. შედეგად, ნამდვილად შეგიძლიათ გასაოცარ ორგაზმს მიაღწიოთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ტანტრული სექსი პარტნიორთან უფრო ღრმა ემოციური კავშირის დამყარებასა და თქვენი და მისი სხეულის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ.
თუკი, ორგაზმის მიღწევის მიზანს ცოტა ხნით დაივიწყებთ, საშუალება მოგეცემათ მოდუნდეთ, მეტად დატკბეთ მომენტში მიღებული სიამოვნებით და საყვარელ ადამიანთან ემოციური კავშირი დაამყაროთ.
როგორ მოვემზადოთ ტანტრული სექსისთვის?
1. აუცილებელია მოთმინება: გახსოვდეთ, ტანტრული სექსი სიამოვნების გახანგძლივების პროცესია, რომელსაც ორგაზმის გადადებით აღწევთ.
2. შეიქმენით განწყობა: გამორთეთ ტელეფონები, დაანთენთ სანთლები. შეეცადეთ, რომ მინიმუმ 2 საათი მაინც გამოყოთ თქვენს პარტნიორთან მარტო დასარჩენად.
3. მოადუნეთ სხეული: გახსოვდეთ, რომ ენერგია თქვენს სხეულში გაედინება. შეგიძლიათ, პროცესის დაწყებამდე კიდურებიც გაამოძრაოთ, რაც სხეულის მოდუნებაში დაგეხმარებათ.
4. მოერიდეთ ლოგინს: ლოგინში წოლა მაშინ, როცა თქვენი სხეული არ არის აქტიური, ძილისკენ გიბიძგებთ. უმჯობესია, თუ იატაკზე რბილად მოთავსდებით.
5. შეგრძნებების სტიმულაცია: საცვლები, ყვავილების სურნელი, გამდნარი შოკოლადი, ხილი, მუსიკა და სხვა.. გარშემო შემოიკრიბეთ ყველაფერი, რაც სექსუალურ სტიმულაციაში გეხმარებათ.
6. შეხება და მასაჟი ტანტრული სექსის მთავარი ატრიბუტებია. საუკეთესო ადგილებია: თავი, კისერი, ხელები, ფეხები და სხვა.
როგორია ტანტრული სექსის პროცესი?

1. შეხედეთ პარტნიორს თვალებში და ხელი მის გულზე მოათავსეთ. იგივე უნდა გააკეთოს თქვენმა პარტნიორმაც. ამ პოზიციაში მყოფებმა ერთდოულად, სინქრონიზებულად ისუნთქეთ მინიმუმ 2 წუთი.
2. მიუახლოვდით ერთმანეთს: აუცილებელია ფიზიკური სიახლოვე და კანზე შეხება. მჭიდროთ ჩაეხუტეთ პარტნიორს. ისე, რომ თქვენი სხეულები ერთმანეთის პირისპირ იყოს. (ეს შეიძლება როგორც მჯდომარე, ისე მდგომარე პოზიციაში გააკეთოთ).
3. სუნთქვა ტანტრული სექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ცხვირით ღრმად შეისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ. სუნთქვის ხმა სხეულის მოდუნებაშიც დაგეხმარებათ.
4. დაიწყეთ ფერება: სცადეთ შეხების სხვადასხვა ფორმები: ნაზი, ძლიერი, მასაჟი, მოფერება. შეეხეთ ყველგან, შეისწავლეთ ერთმანეთის სხეული. ამ ეტაპზე დასაშვებია ორალური სექსიც. თუკი პროცესმა გაგიტაცათ, არ დაგავიწყდეთ ორგაზმის მიღწევამდე გაჩერება. ამგვარად, სიამოვნება საათები გაგრძელდება და საბოლოო ორგაზმიც უფრო ხანგძლივი იქნება. გახსოვდეთ, რაც უფრო ნელა იმოქმედებთ, ორგაზმი უფრო ძლიერი იქნება.
5. ორგაზმის გახანგძლივება: შეიძლება ალოგიკურად მოგეჩვენოთ, თუმცა ორგაზმის მომენტის გასახანგძლივებლად სუნთქვა უნდა შეანელოთ. მოადუნეთ მუცელი, შეანელეთ სუნთქვა და თქვენი ორგაზმი უფრო ინტენსიური და ხანგძლივი გახდება.
ტანტრული სექსი არა მხოლოდ სექსუალური ცხოვრების, არამედ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. მთავარია, გამოიჩინეთ მოთმინება და არ დანებდეთ.