ვისაც სიყვარული გამოუცდია, მან იცის, როგორ ცვლის ის ადამიანს – ცხოვრება თითქოს სულ სხვაგვარი, უფრო ფერადი, უფრო ბედნიერი და უფრო დადებითი ხდება. სამყაროს სხვა თვალით უყურებთ, გეცვლებათ შეხედულებები. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შესაძლოა, შეყვარებული იყოთ, მაგრამ ვერ ხვდებოდეთ ამას, ან გიჭირდეთ საკუთარი თავისთვისაც კი იმის გამხელა, რომ კონკრეტული ადამიანი შეგიყვარდათ.
ასევე ნახეთ: 13 ნიშანი იმისა, რომ „თქვენი ადამიანი“ იპოვეთ
ვნახოთ, 9 მთავარი ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ:
1
ყურადღებით აკვირდებით კონკრეტული ადამიანის მანერებს: სიცილს, ჩვევებს, ყველა დეტალს და გსურთ მისი ნებისმიერი ქმედება ზედმიწეევნით შეისწავლოთ. ასე იმიტომ ხდება, რომ მასზე შეყვარებულ ხართ და თქვენს გონებასა და გულს მის გარდა არაფერი აინტერესებს.
2
თუ მის ტკივილს გრძნობთ და საკუთარივით განიცდით: ეს ნიშნავს, რომ შეყვარებული ხართ. თუ მის მიმართ ემპათიის განცდა გაქვთ, როცა მოწყენილია თქვენც ცუდ ხასიათზე ხართ, როცა იღიმის თქვენც ბედნიერდებით, ეს დიდი სიყვარულის ნიშანია. ურთიერთობის ექსპერტთა მტკიცებით, შეყვარებულ გულებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით და მათ გადამდები ემოციები აკავშირებთ.
3
თუ უარმრავ მიზეზს იგონებთ მასთან შესახვედრად: გსურთ, რომ დიდი დრო გაატაროთ მის გვერდით და შეგიძლიათ დღის განმავლობაში ათასი მიზეზი მოიფიქროთ ოღონდ კი მას შეხვდეთ, ესეც მიუთითებს, რომ შეყვარებული ხართ და მხოლოდ მის გვერდით ყოფნა გჭირდებათ.
4
თუ გავიწყდებათ სხვა პრიორიტეტები: სიყვარულის კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ ცხოვრებაში სხვა მნიშვნელვანი რაღაცები გავიწყდებათ. მხოლოდ სიყვარულის ობიექტზე ხართ კონცენტრირებულნი, ვერც სამსახურში მუშაობთ ნაყოფიერად, სხვა პრიორიტეტებიც უკანა პლანზე იწევს. დიახ, ეს სიყვარულის უპირველესი მანიშნებელია.
5
უფრო მომხიბვლელი ხდებით: შეყვარებული ადამიანი ფიზიკურად უფრო მომხიბვლელი ხდება და ეს არ არის მითი. საქმე ისაა, რომ შეყვარებულობის დროს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონი იზრდება, რაც ადამიანის ვიზუალზეც აისახება, ბედნიერი და ღიმილიანი ადამიანი ყველაზე მომხიბვლელია. დადებითი ემოციები და პოზიტიური განწყობა ადამიანს ნამდვილად უფრო მეტად ალამაზებს.
6
მომავალს იმედიანად უყურებთ: შეყვარებული ადამიანის მთავარი მასულდგმულებელი ვარდისფერი და ბედნიერი მომავლის იმედია და თუ მომავალს იმაზე იმედიანად უყურებთ, ვიდრე ოდესმე, ეს ნიშნავს, რომ შეყვარებული ხართ. ასეთ დროს მომავალი ყოველთვის ნათელი და ბედნიერი ჩანს.
7
მუდამ იღიმით: თუ მუდამ კარგ განწყობაზე ხართ, როცა ქუჩაში მიდიხართ, მაშინაც კი გეღიმებათ, ასე მხოლოდ შეყვარებული ადამიანები იქცევიან. ასეთ დროს გონება მხოლოდ დადებითზე კონცენტრირდება, მხოლოდ კარგ ამბებზე ფიქრობთ, ამიტომაც მუდამ გეღიმებათ.
8
გრძნობთ, რომ უფრო მეტად გიყვართ ადამიანები, ვიდრე ოდესმე: შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში ოქსიტოცინის დონე იზრდება. მას სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებენ. ეს კი იმას განაპირობებს, რომ სხვა ადამიანების მიმართაც დადებითაც განეწყოთ. თუ გარშემო მყოფების მიმართ იმაზე უფრო მოსიყვარულე და თბილი გახდით, ვიდრე აქამდე იყავით, ეს ნიშნავს, რომ შეყვარებული ხართ.
9
გინდებათ, რომ სიახლეები გამოსცადოთ: მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ სახლში მომზადებული სუში გსურთ? ან იქნება თავადაც მოინდომეთ მისი მომზადება? – ეს სიყვარულის ბრალია. თქვენ შეყვარებული ხართ და მზად ხართ ახალი გამოცდილების მისაღებად, ახლის სასწავლად, ახალი თავგადასავლებისთვის და იჩენთ უფრო მეტ შემოქმედებითობას, ვიდრე ოდესმე.