ურთიერთობები მარტივი არასდროსაა. კაცების უმეტესობას არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და საყვარელ ქალს არ ეუბნებიან იმას, რასაც ფიქრობენ, რასაც ელიან მისგან. ამიტომაც, ურთიერთობების ექსპერტებმა გამოარჩიეს 8, ერთი შეხედვით, წვრილმანი, თუმცა მნიშვნელოვანი რამ, რისი თქმაც კაცს საყვარელი ქალისთვის სურს, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ ეუბნება.
ასევე ნახეთ: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვერდით კარგი პარტნიორი გვყავს.
1
მას საყვარელი ქალისგან სჭირდება თანხმობის მოსმენა ამა თუ იმ საკითხზე და სურს, რომ მიიღონ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია – ამ ყოველივეს არ ამბობს, თუმცა საყვარელი ქალისგან უთქმელად მოელის, რომ მიიღებს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია, რომ მოიწონებს მის იდეებს და მხარს დაუჭერს.

2
მას არ სურს, რომ საყვარელმა ქალმა პრობლემები მოუგვაროს – როცა გამოწვევების, ან პრობლემების წინაშეა, მას არ უნდა, რომ საყვარელი ქალი ჩარიოს პრობლემებში და მოაგვარებინოს ისინი, მას უბრალოდ მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდება.

3
კაცს საყვარელი ქალისგან კომპლიმენტების მოსმენა სურს – თუმცა ამას არასდროს იტყვის. კაცებსაც ზუსტად ისევე სიამოვნებთ ქათინაურები, როგორც ქალებს.

4
მას არ მოსწონს, როცა საყვარელი ქალი ვინმეს გამო გაბრაზებულია – არ იკითხავს თუ რატომაა პარტნიორი ნაწყენი, თუმცა ძალიან სურს გაგება. მოთმინებით დაელოდება, სანამ ქალი თვითონ არ მოუყვება.

5
კაცებს არ უყვართ გრძნობებზე საუბარი და არც ის, როცა ეკითხებიან, რატომ არიან მოწყენილები, ან მხიარულები – თუმცა, მოწყენილობის დროს მათ უბრალოდ თავისუფალი სივრცე და მარტო დარჩენა სჭირდებათ, ყოველგვარი კითხვების გარეშე.

6
კაცს მოსწონს, როცა ქალი ურთიერთობის დაწყების ინიციატივას იჩენს – როგორც წესი, ურთიერთობები კაცების ინიციატივით იწყება არიან და სტერეოტიპული მოსაზრებაა, რომ მათ არ მოსწონთ ქალები, რომლებიც პირველ ნაბიჯს დგამენ, თუმცა ეს მხოლოდ სტერეოტიპია და პრაქტიკული მაგალითები საპირისპიროს ამტკიცებენ.

7
მას არ შეუძლია ქალის აზრების წაკითხვა და სურს, რომ პარტნიორმა პირდაპირ უთხრას საკუთარი სურვილების შესახებ – ზოგჯერ ქალებს ჰგონიათ, რომ კაცებს მათი აზრების წაკითხვა შეუძლიათ, თუმცა ასე არ არის. ურჩევნია, თუ საყვარელი ქალი გულწრფელად და დაუფარავად ეტყვის საკუთარ სურვილებს. ასე ბევრი გაუგებრობის თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

8
მას, ისევე როგორც ქალს, სჭირდება პირადი სივრცე – კაცს სურს, რომ საყვარელმა ქალმა პატივი სცეს მის თავისუფლებას და თუ რამდენიმე დღით მარტო ყოფნას გადაწყვეტს, ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორი აღარ უყვარს.
