მყარი ქორწინების შენარჩუნება ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. როდესაც ორი ადამიანი ერთად იწყებს ცხოვრებას, ყოველი დღე აღმოჩენებით ხდება სავსე და თითქოს, ერთმანეთის გაცნობას, რეალური სახის დანახვას მხოლოდ მაშინ ახერხებთ,
იმისთვის, რომ ქორწინება ჰარმონიული იყოს, აუცილებლად უნდა ისაუბროთ ამ ნაბიჯის გადადგმამდე ზოგიერთ საკითხზე. ვნახოთ, მთავარი თემები, რომლებიც წინასწარ უნდა განიხილოთ.
ასევე ნახეთ: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვერდით კარგი პარტნიორი გვყავს
1
როგორ განკარგავთ ერთად ფინანსებს: მნიშვნელოვანია, თავიდანვე დაგეგმოთ, თუ როგორ განკარგავთ ფულს, როგორი დამოკიდებულება გექნებათ ერთმანეთის ფინანსებთან. გახსენით საერთო ანგარიში და ასევე აუცილებლად გქონდეთ საკუთარი, პირადი ფული, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ დახარჯავთ. ასევე, უნდა მოიფიქროთ ფორმა, თუ როგორ განკარგოთ საერთო ფინანსები.
2
კარგი იქნება, თუ თავიდანვე გეცოდინებათ ერთმანეთის ვალების შესახებ და ამ საკითხზე წინასწარ ისაუბრებთ: ეს დაგეხმარებათ, რომ უკეთ დაგეგმოთ სამომავლოდ ფინანსური ოპერაციები და ზოგადად, მომავალი, უკეთ გათვალოთ რის ყიდვას შეძლებთ თქვენი ოჯახისთვის და როგორ განკარგავთ შემოსავალს. გარდა ამისა, თუკი ვალების შესახებ წინასწარ ეტყვით ერთმანეთს, ამით ნდობას უფრო მეტად მოოპოვებთ.
3
ქორწინებამდე უნდა ისაუბროთ ასევე ბავშვებზე, იმაზე თუ რამდენი შვილი გსურთ და ან გსურთ თუ არა შვილების გაჩენა საერთოდ: არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ სურთ შვილები ჰყავდეთ, ან ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე არ არიან მზად ამისთვის, ზოგიერთი კი შვილზე ოცნებობს, ხოლო როცა წყვილი ამ საკითხზე ვერ თანხმდება, ეს გაუგებრობის, კონფლიქტის მიზეზი ხდება და ზოგჯერ ყოველივე განშორებითაც კი სრულდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ქორწინებამდე იცოდეთ ერთმანეთის შეხედულება.
4
ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაინაწილებთ ოჯახურ საქმეებსა და პასუხისმგებლობებს: საოჯახო საქმეებზე შეგიძლიათ მორიგეობა დააწესოთ, ასევე იმაზე, თუ ვინ, როდის წავა მაღაზიაში პროდუქტებისთვის. უმჯობესია, თუ ამ საკითხს ქორწინებამდევე მოაგვარებთ. ასე კონფლიქტს აირიდებთ თავიდან და ჰარმონიულ თანაცხოვრებას შეძლებთ.
5
ჰკითხეთ ერთმანეთს სამომავლო გეგმების შესახებ: აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ წარმოუდგენია თქვენს რომანტიკულ პარტნიორს საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ, რაზე აპირებს კონცენტრირებას, რას გეგმავს კარიერული კუთხით. ასეთ შემთხვევაში ქორწინების შემდეგ იმედგაცრუებულნი აღარ დარჩებით. ასევე მცირედით მაინც შეგექმნებათ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება მის გვერდით.
6
ჰკითხეთ, რა აღიზიანებს ყველაზე მეტად და ასევე თავადაც უთხარით რა არ მოგწონთ მასში: ერთად ცხოვრება არ არის მარტივი. თანაცხოვრებისას ბევრ ისეთ რაიმეს აღმოაჩენთ, რის შესახებაც აქამდე წარმოდგენა არ გქონდათ. თავიდანვე ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ პრობლემებს, როგორ გაუმკლავდებით გამოწვევებს და როგორ წახვალთ კომპრომისზე ხანდახან თქვენ, ზოგჯერ კი – თქვენი პარტნიორი.
7
ისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ აპირებთ მშობლებზე ზრუნვას: ორივე თქვენგანმა რა თქმა უნდა, უნდა იზრუნოს მშობლებზე და ქორწინების შემდეგ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ფინანსების ნაწილი შესაძლოა, თქვენმა პარტნიორმა მშობლებს მოახმაროს, ასე მოიქცევით თავადაც. ეს ის საკითხია, რომელიც კონფლიქტის თემად არ უნდა აქციოთ.
8
გულწრფელად ისაუბრეთ იმის შესახებაც, თუ სად გინდათ ცხოვრება ქორწინების შემდეგ: შესაძლოა, ადამიანებმა ამ თემაზე არ ისაუბრონ დაქორწინებამდე, ხოლო დაქორწინების შემდეგ, არ მოეწონოთ საცხოვრებელი ადგილი. ამიტომაც, აუცილებლად წინასწარვე უნდა მოაგვაროთ ეს საკითხი და შეარჩიოთ ადგილი, ან შეთანხმდეთ ადგილზე, იცხოვრებთ. ამ თემას ყოველთვის დიდი გაუგებრობები ახლავს ხოლმე თან.
8
შეთანხმდით იმაზეც, რომ ერთმანეთს აუცილებლად დაუტოვებთ პირად სივრცეს: ზოგიერთს წარმოუდგენია, რომ მეუღლესთან ერთად უნდა გაატაროს ყოველი წუთი. ასეთი ურთიერთობა სინამდვილეში დამღლელი და მოსაბეზრებელია, ადამიანს სჭირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობებიც, მეგობრები, ან თუნდაც სულ მარტო დარჩენა, ამიტომაც წინასწარ შეთანხმდით იმაზე, რომ ერთმანეთს დაუტოვებთ დროს საკუთარი თავისთვის და დაუტოვებთ პირად სივრცეს.