სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ურთიერთობაში მანიპულაციის მსხვერპლი ხართ. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ტოქსიკური ურთიერთობა, თუკი უფრო დაკვირვებული და ფრთხილი იქნებით. გთავაზობთ 8 ფარულ ნიშანს იმისას, რომ თქვენი რომანტიკული ურთიერთობა მანიპულაციაზე არის აგებული.
ასევე ნახეთ: 15 ჩვევა, რომელიც ტოქსიკურ ადამიანს ახასიათებს.
1
ინტელექტუალური ბულინგი. ხშირად, პარტნიორი დღის განმავლობაში დიდი ოდენობით საინტერესო ინფორმაციას გაწვდით, ამით ის საკუთარი ცოდნისა და განათლების დემონსტრირებას ახდენს, თქვენ კი შესაძლოა, თავი სულელად გაგრძნობინოთ, რომელმაც არაფერი იცის. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობაში მანიპულაციის მსხვერპლი ხართ, სწორედ ინტელექტუალური ბულინგი არის.

როგორ ავიცილოთ თავიდან ინტელექტუალური ბულინგი?
- პირველ რიგში, გაიაზრეთ რომ თქვენი პარტნიორი მხოლოდ რიგ საკითხებშია ძლიერი, ზოგიერთ თემაზე თქვენ უფრო კარგად შეგიძლიათ საუბარი.
- ეცადეთ, იმაზე ილაპარაკოთ, რაც გაერთიანებთ.
- არავის მისცეთ ნება სულელი, ან გაუნათლებელი გიწოდოთ.
2
მსხვერპლშეწირვა. შესაძლოა, პარტნიორი გეუბნებათ რომ უყვარხართ, მაგრამ ყოველთვის აკონკრეტებს რომ ამ სიყვარულისთვის ძალიან დიდ მსხვერპლზე წავიდა. უარი თქვა მეგობრებზე, ან რომელიმე მავნე ჩვევაზე. გაატარა საღამო თქვენს მეგობრებთან, მაგრამ მოიწყინა. მანიპულატორები ყოველთვის ცდილობენ დაგანახონ, როგორი შრომატევადია მათთვის თქვენთან ურთიერთობა.

ბრძოლის გზები:
- თქვენ არაფერში ხართ დამნაშავე, ფოკუსირდით თქვენს და არა მის სურვილებზე.
- გახსოვდეთ, მთავარია იყოთ ბედნიერები.
3
არჩევანის ილუზია. ზოგჯერ გგონიათ, რომ თუ კონკრეტულ ნაბიჯს არ გადადგამთ, პარტნიორი ნაწყენი დარჩება. ეს ჩვეულებრივი მანიპულაციაა და ნებისმიერ შემთხვევაში ნაწყენი დარჩება. ამას არჩევანის ილუზია ეწოდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან არჩევანის ილუზია?
- თქვენ პირადი საზღვრები გაგაჩნიათ.
- ნუ აჰყვებით პროვოკაციას.
- თქვენი არჩევანი არგუმენტირებულად გაამართლეთ.
4
ბოროტი იუმორი. ზოგიერთი მანიპულატორი ეცდება, რომ ბოროტად იხუმროს თქვენს გარეგნობასა, თუ ინტელექტზე. ამ მიდგომით პარტნიორი გაჯერებთ, რომ არასასურველი, შეუხედავი და სულელი ხართ.

გამოსავალი:
- თქვენც ბოროტად იხუმრეთ მასზე.
- როდესაც გეხუმრებათ, არ გაბრაზდეთ.
5
გაჩვევთ საკუთარ „მინდას”: მანიპულატორები, მოძალადეებისგან განსხვავებით, პირდაპირ არ გეუბნებიან რა სურთ, ისინი შენიღბვითა და გაიძვერობით გაიძულებენ იფიქროთ, რომ მათი სურვილები რეალურად თქვენია.

გამოსავალი:
- კარგად გადააფასეთ თქვენი სურვილები, დარწმუნდით, რომ ნამდვილად თქვენია.
- ნუ შეგეშინდებათ უთხრათ პარტნიორს, რომ საკუთარი გეგმები გაგაჩნიათ.
6
დუმილი. დუმილიც შესაძლოა, იყოს პასიური მანიპულაციის ნიშანი. ისინი მანიპულირებენ, როდესაც არ პასუხობენ თქვენს შეტყობინებებს, ზარებს.

როგორ ვერბრძოლოთ დუმილს?
- არ აგერიოთ დუმილი მორიდებულობაში.
- ეცადეთ აალაპარაკოთ პარტნიორი.
7
დაძალება. რაღაცის დაძალება დომინაციის ერთ-ერთი გამოხატულებაა. მანიპულატორი ყოველთვის ეცდება დომინანტი იყოს, იგი ჩაერევა ყველა წვრილმანში, მაგალითად, შეგირჩევთ ტანსაცმელს, გადაგიწყვეტთ, რა გიხდებათ და რა – არა, ან აგიკრძალავთ მოკლე კაბით სიარულს.

გამოსავალი:
- დაძალება ყველაზე მარტივად შესამჩნევია. შესაბამისად, პირველივე შემთხვევისას მიმართეთ ზომებს.
- საზღვრის გავლებაში შესაძლოა, ფსიქოლოგი დაგეხმაროთ.
- არ უპასუხოთ აგრესიით.
8
პასიურ-აგრესიული ქცევა კამათისას. ცხარე კამათისას თქვენი პარტნიორი შესაძლოა, გადავიდეს პასიურ-აგრესიულ რეჟიმზე და გიპასუხოთ გაცვეთილი ფრაზებით, როგორიც არის – „რა თქმა უნდა, შენ ყოველთვის მართალი ხარ”, „მაგარი ხარ”, „შენ ყველაფერი შესანიშნავად იცი”. ასეთი რეპლიკებიც მანიპულაციის ერთ-ერთი ფორმაა.

გამოსავალი:
- პირდაპირ ჰკითხეთ, რა სურს.
- იყავით პირდაპირი და გულწრფელი.