შესაძლოა, ერთ დღეს ყველაზე ბედნიერი ურთიერთობა გაცვდეს, პარტნიორები ერთმანეთით აღარ ინტერესდებოდნენ და სხვა ადამიანთან ახალი ურთიერთობის დაწყება სურდეთ. კარგია, თუ პარტნიორი პირდაპირ გეტყვით ამის შესახებ, მაგრამ ხშირად ადამიანები ნამდვილ განცდებს მალავენ. ვნახოთ 6 ნიშანი იმისა, რომ თქვენს პარტნიორს სხვასთან ურთიერთობა სურს:
ასევე ნახეთ: 8 რამ, რისი თქმაც კაცს საყვარელი ქალისთვის სურს, მაგრამ არ ეუბნება.
1
პარტნიორი სხვებს ადევნებს თვალს. ადამიანებს თვალის გაყოლება სჩვევიათ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესები. თუკი პარტნიორი გამუდმებით სხვებისკენ აპარებს თვალს და ზოგ შემთხვევაში, დიდი ხნის განმავლობაში, დიდი ალბათობით, პრობლემები გაქვთ. სჯობს დაელაპარაკოთ და ყველაფერი გაარკვიოთ.
2
სხვის გარეგნობაზე აზრს გეკითხებათ. პარტნიორი ხშირად გეკითხებათ გამვლელებზე აზრს, ან ცდილობს გაარკვიოს, რომელ ცნობილ ადამიანზე ფიქრობთ, რომ სექსუალურია – ხშირად ამ კითხვების უკან არც არაფერი დგას, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ყოველივე იმაზე მიანიშნებდეს, რომ მას სხვა მოსწონს.
3
სხვებთან ფლირტაობს. ფლირტი არ ნიშნავს ღალატს, თუმცა პრობლემაა, თუ პარტნიორი ამას თქვენი თანდასწრებით და დიდი მონდომებით აკეთებს. ის თითქოს ცდილობს გამოგიტყდეთ, რომ სხვები აინტერესებს. მსგავსი საქციელის შემჩნევის შემთხვევაში, აუცილებლად დაელაპარაკეთ.
4
საკუთარ გარეგნობაზე იწყებს ზრუნვას. თუკი თქვენი პარტნიორი სახლიდან გასვლის წინ ცდილობს საუკეთესოდ გამოიყურებოდეს და აქამდე ასე არ იქცეოდა, დიდი შანსია, ამას ვინმესზე შთაბეჭდილების მოსახდენად აკეთებდეს.
5
გასართობად მარტო დადის. შესაძლოა, საეჭვიანო არც არაფერი ხდებოდეს, უბრალოდ პარტნიორს პერსონალური სივრცე სჭირდება ან იმ მეგობრებთან სურს დროის ტარება, რომლებსაც თქვენ დიდად არ ემეგობრებით. მაგრამ ამავდროულად, არც ისაა გამორიცხული, რომ მას სხვა ადამიანი აინტერესებდეს.
6
საკუთარ თავში გარკვევა. თუ საკუთარ თავში გარკვევის მოტივით დროებით დაშორება, ან ცალკე გადასვლა სურს, რეალურად შესაძლოა, ეს იმაზე მიანიშნებდეს, რომ ურთიერთიობა სხვასთან აქვს.