მყარი რომანტიკული ურთიერთიერთობის შექმნა არ არის მარტივი. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამისთვის მხოლოდ სიყვარული არ კმარა და რომ ის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დამყარებული. თუ პარტნიორებს შორის პატივისცემა არაა, ურთიერთობა ტოქსიკური და რთულად ასატანი ხდება.
ზოგჯერ ადამიანები კონფლიქტურ ურთიერთობაში არიან, თუმცა ვერ ხვდებიან, რა არის ამის მიზეზი. მიზეზი კი შესაძლოა, უპატივცემულობა უყოს. ამიტომაც, ვნახოთ 5 მთავარი ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი პატივს არ გცემთ:
1

შეურაცხყოფას გაყენებთ როგორც მარტო, ისე სხვების თანდასწრებით – ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რამაა ურთიერთობაში. გარდა იმისა, ძალიან ცუდი ქცევაა, ასევე მიუთითებს, რომ თქვენს პარტნიორს არ აღელვებს თქვენი გრძნობები, ემოციები. მსგავსი ქცევით გილახავთ თავმოყვარეობას და ნარცისულ ბუნებას ავლენს.
2

არ გიტოვებთ პირად სივრცეს – ადამიანს ყოველთვის სჭირდება პირადი სივრცე და დრო საკუთარ თავთან მარტო დარჩენისთვის, მაგრამ ზოგჯერ, პარტნიორის გამო, ამის შესაძლებლობა არ გაქვთ. მსგავსი ქმედება უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
3

ცუდად მოიხსენიებს თქვენს ოჯახსა და მეგობრებს – აუცილებელი არ არის, რომ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები მოსწონდეს და უყვარდეს, მაგრამ თქვენი სიყვარულის გამო, მათ მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და უხეშად, ცუდად არ უნდა მოიხსენიოს. მეგობრები და ოჯახის წევრები თქვენთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები არიან, რომლებიც ნებისმიერ დროს გვერდით გიდგანან, ამიტომაც, არავის აქვს უფლება მათზე შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვას.
4

მას სურს, ყველაფერი ისე გააკეთოთ, როგორც თავად მოინდომებს – აზრს არ გეკითხებათ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თქვენ გარეშე იღებს. ეს მიუთითებს, რომ პატივს არ გცემთ, არ აინტერესებს რას ფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე, რა მოგწონთ და რა – არა. თუ თქვენი პარტნიორი ასე იქცევა, დაფიქრდით, ღირს ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება?
5

გამუდმებით გაკრიტიკებთ – რაც უნდა გააკეთოთ, არაფერი მოსწონს, აკრიტიკებს თქვენ მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს, გამუდმებით შეცდომებზე მიგითითებთ. ასეთი ქმედებით ის თვითშეფასებას გაკარგვინებთ და წარუმატებლობისკენ გიბიძგებთ. ის უპატივცემულობას გამოხატავს და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ დაგამციროთ.