რა სურთ ქალებს სინამდვილეში? – ეს მარადიული კითხვაა, რომელზე პასუხის პოვნასაც არაერთი ადამიანი ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. პასუხები არერთგვაროვანი და განსხვავებულია. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ყველა ადამიანი განსხვავდება, ინდივიდუალური ხედვა აქვთ ცხოვრებისადმი და სურვილებიც ბუნებრივია, რომ განსხვავებულია.
მიუხედავად ყველაფრისა, ურთიერთობების ექსპერტები ავლენენ ქალის 4 მთავარ სურვილს და ამბობენ, რომ ეს ოთხი რამ არის მთავარი, რაც ქალს საყვარელი კაცისგან სურს და უფრო მეტიც, საყვარელი კაცისგან ამ სურვილების შესრულებას იმსახურებენ კიდეც.
ასევე ნახეთ: 8 რამ, რისი თქმაც კაცს საყვარელი ქალისთვის სურს, მაგრამ არ ეუბნება.
1
გახსნილობა, გულწრფელობა და მუდმივი კომუნიკაცია. სასიყვარულო ურთიერთობის წარმატებისთვის მთავარი ჯანსაღი კომუნიკაციაა და ისეთივე საჭიროა, როგორც ფილტვებისთვის ჰაერი. ამიტომაც, გადადეთ გვერდზე სმარტფონები და ესაუბრეთ ერთმანეთს, გაუზიარეთ წუხილი, სიხარული, მოუყევით განვლილი დღის შესახებ, არასდროს არაფერი დამალოთ. სწორედ ასე მოიპოვებთ ნდობას, რომელიც ურთიერთობისთვის ძირითადი ფუნდამენტია.
2
ფიზიკური და ემოციური თანადგომა, დაცულობის განცდა. ქალს უნდა შეეძლოს დაეყრდნოს საყვარელ კაცს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იტიროს მის გვერდით, თუ ეს სჭირდება. ქალს სურს, რომ იგრძნოს საყვარელი მამაკაცისგან თანადგომა და მხარდაჭერა. მხოლოდ ასე ჩათვლის, რომ დაცულია და შეუძლია, საყვარელი კაცის იმედი ნებისმიერ სიტუაციაში ჰქონდეს.
3
ქალს სურს, საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატაროს დიდი დრო . დრო ურთიერთობებისთვის ერთგვარი ფულია. რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოთ, ანუ მეტი დრო უნდა გაატაროთ საყვარელ ადამიანთან იმისთვის, რომ წარმატებული ურთიერთობა გქონდეთ. ქალს სურს საყვარელ კაცთან დიდი დროის გატარება, თუმცა არა უსიტყვოდ ჯდომა, არამედ რაიმე საინტერესო აქტივობით დაკავება, რომანტიკული საღამოს მოწყობა და ა.შ.
4
ქალს საყვარელი კაცისგან სურს ისეთივე ყურადღება, როგორსაც ურთიერთობის საწყის ეტაპზე იჩენდა. ურთიერთობის დასაწყისში ქალიც და მამაკაციც თავის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენს და ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს მოსახიბლად, თუმცა გადის დრო და ეს დამოკიდებულება იცვლება. თითქოს ივიწყებენ ადამიანები ერთმანეთს და ხშირ შემთხვევაში, ყურადღების ნაკლებობა კონფლიქტის მიზეზიც კი ხდება.