ტოქსიკური ურთიერთობა მეორე შანსს არასდროს იმსახურებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა იმედი გვიჩნდება, რომ ამჯერად ყველაფერი უკეთ იქნება. ხშირად ეს, ლოგიკას მოკლებული საქციელი, უფრო მტკივნეული დაშორებით სრულდება. რატომ ვიქცევით ასე? ამ სტატიაში ვეცდებით, პასუხი გავცეთ ამ შეკითხვას.
ასევე ნახეთ: 15 ჩვევა, რომელიც ტოქსიკურ ადამიანს ახასიათებს.
1
უკან დაბრუნება მარტივია. ყოფილ შეყვარებულთან შერიგება ზოგჯერ მარტივ გამოსავლად გვეჩვენება. ვიცით პარტნიორის სურვილები, ვიცით, რას ჭამს, რას სვამს, რით ერთობა, რა საჩუქრები უყვარს. უკვე შეჩვეულები ვართ ყოფილის ნეგატიურ თვისებებსაც და შეგნებულად ვთანხმდებით ტრავმის კიდევ ერთხელ მიღებაზე.
2
ვერ ვუმკლავდებით მარტოობას. განშორება რთული პროცესია. უცებ სრულიად მარტო ვრჩებით და ადამიანი, რომელსაც საყრდენად მივიჩნევდით, ქრება. ეჭვის ქვეშ ვაყენებთ გადაწყვეტილებას დაშორების შესახებ. ურთიერთობიდან მხოლოდ პოზიტიური მომენტები გვახსენდება, გვავიწყდება წყენა და დისკომფორტი. უფრო ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, ადამიანი სოციალური ცხოველია და ქვეცნობიერად მარტო დარჩენა არასდროს უნდა.
3
რთული პერიოდი. ზოგჯერ დაშორება ძალიან მტკივნეული და დრამატულია. ურთიერთობის დასრულების შემდეგ თავს გამოფიტულად ვგრძნობთ. ასეთ შემთხვევაში განშორების ნეგატიური ასპექტები უარს ამბობენ ჩვენი ყოველდღიურობიდან გასვლაზე. ამ შემთხვევაშიც გონება იწყებს ურთიერთობის მხოლოდ დადებითი მომენტებზე კონცენტრირებას და ვიჯერებთ, რომ რთული პერიოდი მანამ არ დასრულდება, სანამ ყოფილს არ დავუბრუნდებით.
4
იმედი გვაქვს, რომ შეიცვალა. სიყვარულით დაბრმავების იდეა გამოგონილი არ არის. ხშირად ისე ხდება, რომ ვივიწყებთ საკუთარ პრინციპებს, თავმოყვარეობას და სიყვარულის სახელით ყოფილ პარტნიორს კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ იმის იმედად, რომ ამჯერად ის შეიცვლება და ყველაფერი სხვანაირად იქნება. გულის სიღრმეში თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ზრდასრული ადამიანები იშვიათად იცვლებიან, მაგრამ იმ მომენტში გვირჩევნია, რომ სხვანაირად გვჯეროდეს.