გახდე მშობელი – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ დროს ადამიანი ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ირგებს. ლიეტუველმა ფოტოგრაფმა ვაიდა რაზმისლავიჩემ გადაწყვიტა გაეკეთებინა ფოტოპროექტი და ეჩვენებინა, თუ როგორ აისახება ქალის სახეზე დედობა, როგორ იცვლება გამომეტყველება, მზერა.

ფოტოპროექტი მან მიუძღვნა ზოგადად ცნება „დედობას“ და ყველაფერ იმას, რასაც ეს სიტყვა მოიცავს.
„დედად გახდომა“ – ასე დაარქვა ვაიდამ ფოტოპროექტს და მისი მიზანი იყო ფოტოკადრებზე ეჩვენებინა, თუ როგორ იცვლება გარეგნობა მშობიარობის შემდეგ. ფოტოგრაფი ძირითადად კონცენტრირებული იყო პროექტში ჩართული ქალების თვალებზე. „იდეის განსახორციელებლად ძალიან მარტივი ფორმატი შევარჩიე, ვკონცენტრირდი ჩემი მოდელების მზერაზე“, – ამბობს ფოტოგრაფი.

წარმოგიდგენთ ვაიდას ნამუშევრებს, ფოტოკოლაჟებს, სადაც პირველი ფოტო მშობიარობამდეა გადაღებული, ხოლო მეორე მშობიარობის შემდეგ. ფოტოებს თან ერთვის თავად ფოტოგრაფის კომენტარები:
1

„ბავშვების აღზრდა უდიდესი გამოცდილებაა სავსე სიხარულით, ტკივილით დაღლილობითა და რა თქმა უნდა, უდიდესი სიყვარულის განცდით. როდესაც ქალი დედა ხდება, ის ივსება შინაგანი ენერგიით, მისი ინტუიცია ხდება უფრო ძლიერი და სიბრძნე ახალ სიმაღლეებს აღწევს.“
2

„მინდოდა მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგაც შესაძლებელია ჰარმონიული ცხოვრების გაგრძელება, შესაძლებელია სწავლაც, მუშაობაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ თითქოს საოცარი ძალა გეძლევა და ყოვლისშემძლე ხდები“
3

,,როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყე, ძალიან ვღელავდი. მინდოდა, ყველაფერი ბუნებრივი ყოფილიყო და ფოტოების ნახვისას ყველას დაეჭირა მათზე აღბეჭდილი ქალების ემოციები. გამოვიყენე ბუნებრივი განათება. ვფიქრობ, რომ შედეგს მივაღწიე და ჩემი აზრით, ემოციები ადამიანებამდე მივიტანე.”
4

„სანამ ჩემს ნამუშევრებს საჯაროდ გამოვიტანდი და ყველას ვაჩვენებდი, ძალიან ვღელავდი. ყოველ დღე ვათვალიერებდი მათ. ისეთი განცდა მქონდა, რომ თითქოს მეც დაბადებას ველოდი, მათი გამოქვეყნების სიხარულიც ჰგავდა ახალი სიცოცხლის მოვლენის სიხარულს.“