შფოთვითი აშლილობა, დეპრესიასთან ერთად, ყველაზე გავრცელებული მენტალური დაავადებაა. საბედნიეროდ, შფოთვითი აშლილობა იკურნება, მთავარია, დროულად მიმართოთ სპეციალისტებს. ადრეულ ეტაპზე შესაძლოა, მედიკამენტებიც კი არ დაგჭირდეთ, ამიტომ ყურადღებით იყავით და არ გამოგრჩეთ შფოთვითი აშლილობის ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები.
ასევე წაიკითხეთ: 6 რამ, რაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს არ უნდა უთხრა

1
პირის დაწვის შეგრძნება: შფოთვითი აშლილობის დროს ზოგ ადამიანს ეუფლება შეგრძნება თითქოს პირი ცხელი საჭმლით დაიწვა. პირის დაწვის შეგრძნება აშლილობის ერთ-ერთი ნიშანია.
2
ყურში წუილი: ყურში გადაბმულად ზარის ხმა, შიშინი, ან წუილი შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი ნიშანია, თუმცა მსგავსი დისკომფორტი კისრის ოსტეოქონდროსსაც ახლავს.
3
მთქნარება: მთქნარება ორგანიზმის მარტივი რეაქციაა სტრესზე, როდესაც იღლებით, სხეული გაძლევთ ნიშანს, რომ დაიძინოთ. დაღლილობა სტრესის ერთ-ერთი ფორმაა. მთქნარებამ შეწუხება ხშირად უშუალოდ შფოთვითი შეტევის წინ იცის.
4
კუნთების ტკივილი: თუ აქტიური დღე გქონდათ, კუნთების ტკივილში გასაკვირი არაფერია, თუმცა თუ არანაირი დატვირთვა არ გქონიათ და კუნთები მაინც გტკივათ, დიდი ალბათობით, შფოთვითი აშლილობა გაწუხებთ..
5
Სიცივის შეგრძნება კიდურებში: სტრესთან ბრძოლისას ორგანიზმში ტემპერატურა ეცემა, პირველ რიგში, სისხლის მიწოდება უმცირდება ტერფებსა და მაჯებს. ცივი კიდურები შფოთვითი აშლილობის ნიშანია.
6
Ხმის ტემბრის ცვლილება: კვლევების თანახმად, ხანგრძლივად სტრესში მყოფ ადამიანებს შესაძლოა, შეეცვალოთ ხმა, ამიტომაც ეს ფაქტი, არ უნდა უგულებელყოთ.
7
ტკივილისადმი მგრძნობელობა: თუ ნაცნობი თავის ტკივილი უეცრად აუტანელი გახდა, შესაძლოა, შფოთვითი აშლილობა გჭირთ. სტრესულ სიტუაციაში ორგანიზმი გაცილებით მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერ, თუნდაც მცირე ტკივილს.
8
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შფოთვითი აშლილობაა. მთლიანობაში, სტრესი კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
9
ლიბიდოს დაქვეითება: შფოთვითი აშლილობა ლიბიდოს აქვეითებს. სტრესის დროს გონება სექსუალურ ცხოვრებაზე ფოკუსირებას ვერ ახერხებს.
10
პერმანენტული დაღლილობა: ექიმების თქმით, თუ 8-10 საათი გძინავთ დღე-ღამეში, მაგრამ მაინც დაღლილი იღვიძებთ, შესაძლოა, შფოთვითი აშლილობა გქონდეთ.
11
თმის ცვენა: ნერვიულობა, სტრესი მოქმედებს თმის ფესვების სიმაგრეზე და თმა ცვენას იწყებს. ასე რომ, სიმელოტე ზოჯერ შფოთვითი აშლილობით შეილება იყოს გამოწვეული.
12
ყბის ტკივილი: შფოთვითი აშლილობის დროს ხშირად გრძნობენ ყბის ტკივილს. ეს იმიტომ ხდება, რომ ძილის დროს სხეული ვერ ახერხებს მოშვებას, კბილები კი მჭიდროდ არის ერთმანეთზე მიბჯენილი.