ამბობენ, რომ ბედნიერება დეტალებში უნდა ვეძებოთ, მცირედით სიხარული ვისწავლოთ და ასე უფრო სასიამოვნო ცხოვრებას შევუქმნით საკუთარ თავს. ზოგჯერ, ხდება ისე, რომ საკუთარი ქმედებების ტყვეობაში ვექცევით და არ ვაძლებათ უფლებას ჩვენს თავს სასურველი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილებების მიხედვით ცხოვრობს, გადაწყვეტილებების, რომლებიც ბედნიერებას, ან სტრესულ და დეპრესიულ ცხოვრებას განაპირობებენ.
ფსიქოლოგები გვაძლევენ 5 ბრძნულ რჩევას და ამბობენ, რომ მათი გათვალისწინების შემთხვევაში, ბედნიერებას ვიპოვით:
1
ყოველთვის თქვით სიმართლე – გახსოვდეთ, რომ სიმართლის თქმა და გულწრფელობა ბედნიერი ცხოვრების გასაღებია. „თუ ყოველთვის სიმართლეს იტყვი, არაფერი გექნება დასამახსოვრებელი“, – ეს მარკ ტვენის სიტყვებია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ერთ ტყუილს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ადამიანი ისე იხლართება საკუთარ ტყუილებში, რომ შემდეგ თავადაც უჭირს სიმართლის გარკვევა. თანაც ყველა ტყუილი ბოლოს აუცილებლად მჟღავნდება და ბოლოს აუცილებლად ვიღაც გულნატკენი რჩება. ტყუილები სტრესის განმაპირობებელი ფაქტორია, ის გიფუჭებთ ურთიერთობებს და ბედნიერების პოვნაში ხელს გიშლით.
2
არაუშავს, თუკი ამ კონკრეტულ მომენტში კარგად არ ხართ – ცხოვრება სავსეა წარმატებებით და წარუმატებლობებით, ეს ცხოვრებაა და სხვაგვარად წარმოუდგენელია. მთავარია ის, თუ როგორ იქცევით რთულ პერიოდში, რას აკეთებთ ასეთ დროს. გვერწმუნეთ, ბევრჯერ იქნება ისეთი დღეები, როცა იტყვით, რომ თავს კარგად არ გრძნობთ, მთავარია, არასდროს დანებდეთ, დეპრესიას არ მისცეთ თავი, მომავლისკენ გაიხედოთ და მუდმივად იმოქმედოთ, რადგანაც მოქმედება აუცილებელია პრობლემების დასაძლევად. თქვენ გარდა მათ არავინ მოაგვარებს. არაუშავს, თუ ახლა ცუდად ხართ, იცოდეთ, რომ ეს აუცილებლად გაივლის და ცხოვრება კვლავ ბედნიერი მომენტებით აივსება.
3
თუ კლდის ძირას ხართ და უკან ვერ ბრუნდებით, სხვა გზა არ არის, მასზე უნდა აცოცდეთ – ეს ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ფიქრობთ, რომ ყველა გზა მოჭრილია. რეალურად ასე არ არის და გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ეს არ არის ცარიელი სიტყვები, თუ კარგად მიმოიხედავთ, თუ მოინდომებთ, გამოსავალი მართლაც ყოველთვის არსებობს და გვერწმუნეთ, კლდის ძირიდან მის მწვერვალზე ასვლას შეძლებთ. თუ ფიქრობთ, რომ მთელი სამყაროს ტვირთი მხრებზე გაწევთ, შეგიძლიათ, უბრალოდ თვალები დახუჭოთ, ღრმად ჩაისუნთქოთ, მოეშვათ, ხვალ ახალი დილა გათენდება და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.
4
არასდროს დანებდეთ შიშებს და არ მისცეთ მათ თქვენი მართვის უფლება – ხშირად საკუთარი შიშები გადაულახავი დაბრკოლება ხდება და მათ გამო ვერ ვაღწევთ წარმატებას, მათ გამო უარს ვამბობთ წარმატების მომტან შესაძლებლობებზე, ხშირად ისე ხდება, რომ შიშები გვმართავენ ჩვენ. დაისახეთ მიზნად მათი დაძლევა და გააკეთეთ ზუსტად ის საქმე, რომელიც გაშინებთ. წარმატება მხოლოდ ასე მიიღწევა, რისკი და უშიშრად მოქმედება აუცილებელია ბედნიერი ცხოვრების მოსაპოვებლად.
5
ისწავლეთ „არას“ თქმა – არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც გამუდმებით სხვების დახმარებაზე ფიქრობს, როგორც ფინანსურად, ასევე ემოციურად, თუ ფიზიკურად. მუდამ სხვებზე არიან კონცენტრირებულნი. ასეთ ადამიანებს ხშირად საკუთარი თავი ავიწყდებათ. დაგვიჯერეთ, არაუშავს თუ უარს იტყვით იმის გაკეთებაზე, რაც არ გსურთ, მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ „არას“ თქმა. დღის ბოლოს თქვენ ერთადერთი ხართ, რომელმაც იცის, თუ რა აბედნიერებს და რა სჭირდება, არაუშავს თუკი არ უპასუხებთ არასასურველი ადამიანების შეტყობინებებსა და ზარებს. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას გიკარნახონ, როგორ წარმართოთ ცხოვრება.