შობა და ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ახლა ის დროა, როცა თანდათან სადღესასწაულო სამზადისს უნდა შევუდგეთ. ამ დროს მთავარი კი, მომავალი მიზნებისა და სურვილების განსაზღვრაა. ნახეთ, 20 რამ, რისი გაკეთებაც 2020 წლის დასრულებამდე უნდა მოასწროთ.
ასევე ნახეთ: ფერების მაგია: რა ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ ახალ წელს.
1. წაშალე 20 საკონტაქტო ნომერი შენი მობილური ტელეფონიდან, რომელიც აღარ გჭირდება. განსაკუთრებული სიმამაცე იმ ადამიანების მიმართ გამოიჩინეთ, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ.
2. დაკავდით 20-წუთიანი მედიტაციით სრულ სიჩუმეში. ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში და მოგცემთ ენერგიას დარჩენილი საქმეებისთვის.
3. მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ 20 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აპატიოთ საკუთარ თავს დაშვებული შეცდომები. გააანალიზეთ, აპატიეთ და დაივიწყეთ.
4. ჩამოწერეთ 20 რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ 2020 წელს.
5. ჩამოწერეთ 20 რამ, რასაც 2020 წელს დაუტოვებთ. იქნება ეს მავნე ჩვევები თუ სხვა რამ. შეეცადეთ მაქსიმალურად მოიშოროთ ნეგატივი.

6. ამოარჩიეთ 20 მიზეზი, რატომაც ამაყობთ საკუთარი თავით. გაიხსენეთ მიღწეული წარმატებები, იქნება ის დიდი, თუ პატარა. არ არის აუცილებელი წარმატება კარიერას ეხებოდეს, ახალი მეგობრების შეძენაც ნამდვილი წარმატებაა.
7. მოიფიქრეთ 20 გზა იმისა, რომ შექმნათ უკეთესი სამყარო. იქნება ეს ქველმოქმედება, ფულადი დახმარება, გარემოზე ზრუნვა თუ სხვა. დაიხმარეთ ფანტაზია.
8. დაფიქრდით და აღმოაჩინეთ 20 რამ, რაც საკუთარ თავში მოგწონთ. დიდი გზა გამოიარეთ, დაფიქრდით, როგორ შეგცვალათ და რა გასწავლათ ცხოვრებამ.
9. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე მარტომ, 20 წუთით, პარკში ან ტყეში. ისეირნეთ სიჩუმეში, ყურსასმენების გარეშე, რათა მოუსმინოთ საკუთარ ფიქრებს.
10. შეადგინეთ საყვარელი მუსიკის კრებული, აუწიეთ ხმას და იცეკვეთ 20 წუთით.

11. ჩამოწერეთ 20 რამ, რაც შეგახსენებთ, რომ თქვენი ცხოვრება მშვენიერია. დაფიქრდით წვრილმანებზე, აღმოაჩინეთ ბედნიერება მეგობრებში, ოჯახის წევრებში, ან თუნდაც ყოველდღიურ კერძებში.
12. ჩამოწერეთ 20 რეალისტური მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყოველ დღე იშრომებთ 2021 წელს. რა თქმა უნდა, 20 საკმაოდ დიდი რიცხვია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მიზნებს ეხება, მაგრამ, შეეცადეთ ჩართოთ ფანტაზია, დაფიქრდეთ პატარა მიზნებზე, მაგალითად, ჯანსაღ კვებაზე, დილის პატარა რიტუალებზე, მეგობრების ხშირად ნახვაზე და ა.შ.
13. მეგობრებს, ოჯახის წევრებს და უბრალოდ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გადაუხადეთ მადლობა მხარდაჭერისთვის.
14. ასევე, შეუქმენით ჯადოსნური განწყობა გარშემო მყოფებს. შეამკეთ საყვარელი ადამიანები კომპლიმენტებით და შეახსენეთ, რომ მათ ყველაფერი გამოუვათ.
15. თუ სტრესი, ან დეპრესია გაწუხებთ, შეუდექით საქმეს, დაფიქრდით და ჩამოწერეთ პრობლემების მოგვარების 20 გზა და მთავარ მიზნად ბედნიერება დაისახეთ.

16. 2020-მა წელმა განსაკუთრებით დაგვანახა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. გაიხსენეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი.
17. მიხედეთ ფინანსებს. თუკი რაიმე ვალდებულება გაქვთ, დაითვალეთ და გადაანაწილეთ ადეკვატურად. შექმენით ახალი ბიუჯეტი 2021 წლისთვის და გათვალეთ ყოველთვიური ხარჯები. ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ფინანსური სტრესი თვიდან-თვემდე.
18. მოაწყვეთ საგულდაგულო დალაგების დღე. გადაყარეთ ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ და იცით, რომ აღარ დაგჭირდებათ. გამოათავისუფლეთ ადგილი ახალი ნივთებისთვის.
19. მოიფიქრეთ თქვენზე მორგებული სავარჯიშო გეგმა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ ხშირად, როდესაც მკაცრ კარდიოს და ვარჯიშებს ვერ ვიცავთ, ვნებდებით. სცადეთ იოგა, სეირნობა, ან ცეკვა. აირჩიეთ ისეთი მეთოდი, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებთ.
20. და ბოლოს, აირჩიეთ 20 მთავარი მიზანი, რომელსაც გინდათ ცხოვრების განმავლობაში მიაღწიოთ. არ შეუშინდეთ საზღვრებს, მაქსიმალურად გაშალეთ ფანტაზია და გამოიჩინეთ გამბედაობა.