www.regarder.ge წარმოადგენს შპს „რეგარდერი”-ს საკუთრებას და არის მის მფლობელობაში. www.regarder.ge-ზე გამოქვეყნებული მასალა, მათ შორის, არა მხოლოდ ტექსტური, არამედ აუდიო-ფოტო-ვიდეო მასალები, როგორც აუდიოვიზუალური ნაწარმოებები, ისე ვიდეოგრამები (შემდგომში ერთობლივად წოდებული როგორც „მასალა“), გამოქვეყნებულია კომერციული მიზნებისათვის და მიმართული არის მესამე პირთა მხრიდან მხოლოდ პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის, ისე რომ, არ მოხდეს საავტორო უფლებით დაცული ობიექტის რაიმე ფორმით რეპროდუცირება. ნებისმიერი მასალა წარმოადგენს შპს „რეგარდერი”-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ბერნის კონვენციით და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მათზე სრულად ვრცელდება შპს „რეგარდერი”-ს საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი უფლება.
შპს„რეგარდერი”-ს აქვს განსაკუთრებული უფლებები აღნიშნულ ნაწარმოებებზე, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ უფლებას, რომ განახორციელოს, ნება დართოს და აკრძალოს მათი ნებისმიერი ფორმით გამოყენება (მასალის მთლიანად, ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქცირება, დისტრიბუცია, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა, ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლუატაცია), ასევე ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის მიიღოს ჰონორარი.
შპს „რეგარდერი” ლიცენზიის მსურველებისათვის საჯაროდ აცხადებს, რომ ნებისმიერი ფორმით მასალის გამოყენებისათვის აუცილებელი არის უფლებისმფლობელისათვის წინასწარი მიმართვა და სათანადო ნებართვის მოპოვება. გამოყენების თავისებურებიდან გამომდინარე, თითო მასალის ლიცენზირების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს დღგ-ს ჩათვლით. ლიცენზიის მიღების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საიტზე არსებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით და გამოგვიგზავნეთ დეტალური ინფომრაცია, თუ რომელი მასალის გამოყენება გსურთ და რა მოცულობით.
შპს „რეგარდერი”-ს გვერდზე www.regarder.ge-ზე განთავსებული საავტორო უფლებებით დაცული ობიექტის – მასალის უნებართვო გამოყენება იწვევს სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ყოველი ასეთი გამოყენება ჩაითვლება კონტრაფაქციულ ასლად.
პირს, რომელიც უნებართვოდ გამოიყენებს მასალას და დაამზადებს კონტრაფაქციულ ასლს წარედგინება მოთხოვნა კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის შესახებ, მიუღებელი შემოსავლის 5-მაგი ოდენობით, რაც წარმაოდგენს მინიმუმ 2500 ლარის ოდენობის კომპენსაციას. თუ ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში არ იქნება გადახდილი მოთხოვნილი კომპენსაცია, შპს „რეგარდერი“ მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, კერძოდ:
- დამრღვევი პირის წინააღმდეგ დაიწყება სამოქალაქო სამართლებრივი დავა კომპენსაციის გადახდის თაობაზე, კერძოდ მოთხოვნილი იქნება კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გარანტირებული, მიუღებელი შემოსავლის მინიმუმ 10-მაგი ოდენობით კომპენსაცია (მინიმუმ 5000 ლარი);
- დამრღვევი პირის წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლის საქმის წარმოება;
- დამრღვევი პირი თუ იქნება ონლაინ გვერდი, დაიწყება საქმის წარმოება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის შესაბამისად და მოხდება კონტრაფაქციული ასლის, როგორც დაუშვებელი პროდუქციის დაბლოკვა.
www.regarder.ge-ზე განთავსებული ტექსტური, აუდიო-ფოტო-ვიდეო მასალები, შესაძლებელია წარმოადგენდეს ასევე მესამე პირებთა ინტელექტუალურ საკუთრებას, თუ ეს მასალის გამოქვეყნებასთან ერთად, პირდაპირ არის მითითებული.