თავის ტკივილი, შესაძლოა, ბევრი სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის, სტრესით, მაღალი წნევით, ამინდით, კლიმატის ცვლილებით და ერთ-ერთი მიზეზი, თმის ვარცხნილობა შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ვარცხნილობებს, რომლებიც თავის ქალაზე ახდენენ ზეწოლას. ვნახოთ 4 ვარცხნილობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავის ტკივილს იწვევს:
ასევე წაიკითხეთ: 7 მავნე ჩვევა, რომლითაც ყოველდღიურ ზიანს ვაყენებთ თმას.
1. ე.წ. ცხენის კუდი

თმის ფოლიკულების ქვეშ, თავის ქალაში, არის ძალიან მგრძნობიარე ნერვული სისტემა, რომელთაც შეუძლიათ ტკივილის შეგრძნება. ასეთი ვარცხნილობა კი ბევრ ნერვულ დაბოლოებაში შებოჭილობის შეგრძნებას იწვევს, რისი შედეგიც, საბოლოო ჯამში, თავის ტკივილია.
2. შუბლზე გასაკეთებელი აქსესუარი

ადამიანებს, რომლებიც მსგავსი სტილის აქსესუარს ატარებენ, ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი. ის მჭიდროდაა თავზე მოჭერილი და მუდმივ ზეწოლას ახდენს შუბლსა და თავის ქალაზე, შედეგად კი, თავის ტკივილს იწვევს.
3. მჭიდრო ნაწნავები

ასეთი ტიპის ნაწნავების შედეგად, თავის ქალა დაჭიმულია და თავის ტკივილს იწვევს. გარდა ამისა, ის აზიანებს თმასაც. ზოგიერთ ქალს მენსტრუალური ციკლის დროს უფრო მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვს და ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული მსგავსი ვარცხნილობა, რადგანაც შეიძლება გაუსაძლისად ძლიერი თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს.
4. თმის დაგრძელება

პროცედურის შედეგი ლამაზია, თუმცა შესაძლოა, თავის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. ამ დროს თავის ქალას დაძაბულობა ემატება, ნერვულ სისტემაზე ზეწოლა ხდება და ვინაიდან თავის ქალა განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევა, ყოველივე ტკივილის მიზეზი ხდება ხოლმე.
როგორ შეიძლება დაძლიოთ თავის ტკივილი მარტივად:
- ხელის ნაზი მოძრაობით გაიკეთეთ თავის მასაჟი და ღრმად ისუნთქეთ;
- მოერიდეთ თმის სამაგრის ტარებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სულაც არ არის საჭირო;
- შეარჩიეთ ისეთი ვარცხნილობა, რომელიც ზეწოლას არ ახდენს თავის ქალაზე;
- კარგად გამოიძინეთ.