მშრალი შამპუნი პორტატული სალონივით არის. თმის გაწმენდა, მოცულობის გაზრდა, სტილის სწრაფი შეცვლა – ყველა ამ პროცედურის განხორციელებისთვის შხაპიც კი არ გჭირდებათ, თუმცა იდეალური შედეგისთვის მისი მოხმარების წესები უნდა იცოდეთ. ვნახოთ 5 რჩევა, რომლებიც მშრალი შამპუნის გამოყენებისას გამოგადგებათ.
ასევე ნახეთ: მშრალი შამპუნი – საუკეთესო საჩუქარი სილამაზის ინდუსტრიისგან.
1
დისტანცია და რაოდენობა. ბევრი არ ნიშნავს კარგს. ვარცხნილობის შესაცვლელად ცოტაოდენი მშრალი შამპუნიც საკმარისია. ეცადეთ, რომ ნივთიერება მხოლოდ ერთ ადგილას არ კონცენტრირდეს, გადაანაწილეთ ის თანაბრად მთელ თმაზე. ასევე, ყურადღება მიაქციეთ მანძილს თავსა და შამპუნის ტუბს შორის, დისტანციამ 5-10 სანტიმეტრი უნდა შეადგინოს.
2
არ იჩქაროთ. თქვენს თმას შამპუნის შეწოვისთვის გარკვეული დრო სჭირდება, დასხმისთანავე ნუ დაიწყებთ სითხის შეზელვას, რამდენიმე წუთი დაელოდეთ. იქამდე შეგიძლიათ კრემი წაისვათ, კბილები გაიხეხოთ, ან თუნდაც ყავა მოიდუღოთ. რამდენიმე წუთში დაიწყეთ ვარცხნილობაზე ზრუნვა.
3
დაბანილი თმა. როგორც წესი, მშრალ შამპუნს დაბანიდან დაბანამდე იყენებენ. მაგრამ მოცულობის გაზრდა თუ დაგჭირდათ, უმჯობესია თმა სუფთა იყოს. თავის დაბანის შემდეგ, მიისხით მშრალი შამპუნი, ფორმის მისაცემად გამოიყენეთ ფენი.
4
შეგიძლიათ გამოიყენოთ ძილის წინ. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ან იცით, რომ დილით მოწესრიგების დრო არ გექნებათ, შეგიძლიათ მშრალი შამპუნი უშუალოდ დაწოლის წინ გამოიყენოთ. ეს ხრიკი დილის სხვა პროცედურებისთვისა და საუზმის მომზადებისთვის მეტ დროს გაძლევთ.
5
გამოიყენეთ სავარცხელი. მოასხით შამპუნი პირდაპირ სავარცხელზე, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ თმა დაივარცხნეთ. ეცადეთ, რომ შამპუნი თმაზე თანაბრად გადანაწილდეს.