მაშინ, როდესაც ცეცხლისფერი ელფერი სხვადასხვა ტონში ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი ფერია, იცოდით, რომ დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია ბუნებრივად ჟღალი? თუ მორიგი ექსპერიმენტისთვის ემზადებით და ჯერ კიდევ არ მოგიფიქრებიათ, რა ფრად უნდა შეიღებოთ თმა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. წარმოგიდგენთ 10 მსახიობ ქალს, რომლებიც გვიბიძგებენ თმა ჟღალ ფერზე შევიღებოთ.
ასევე წაიკითხეთ: კაცები, რომლებსაც „ცეცხლმა აკოცა“ – ყველაზე მომხიბვლელი წითურები

1
ემა სტოუნი
ჩვენი საყვარელი მსახიობი თითქოს იმისთვის დაიბადა, რომ ჟღალი თმა ეტარებინა. ბუნებრივად ქერათმიანი ემა ყველაზე მიმზიდველი სწორედ ცეცხლისფერ თმაშია.

2
მედელინ პეში
ბუნებრივად ჟღალი მსახიობი ყველაზე კარგად გვარწმუნებს, რომ ცეცხლისფერი თმა ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი და ელეგანტური ფერია.

3
სოფი ტერნერი
სანსა სტარკის როლის შესრულებისას, სოფი ტერნერმა ჟღალი ფერის თმა მოირგო. ბუნებრივად ქერათმიან მსახიობს თმის ფერი ისე ამშვენებდა, რომ გულშემატკივრება ყველამ ერთად ამოვიოხრეთ, როდესაც გადაღებების დასრულების შემდეგ, სოფი ქერა თმაში დავინახეთ.

4
ბლეიქ ლაივლი
გახსოვთ, როდესაც ბლეიქ ლაივლიმ თმა ჟღალ ფერზე შეიღება? მსახიობი უდავოდ ზღაპრიდან გადმოსულ პრინცესას ჰგავდა.

5
ჯესიკა ჩესტეინი
შესაძლოა, ულამაზესი მსახიობი ახლა მხოლოდ ჟღალი თმით მოგვაგონდეს, თუმცა ჯესიკას ნატურალური თმის ფერი ქერაა. ჩესტეინმა იმდენად იდეალურად მოირგო ცეცხლოვანი თმა, რომ სრულიად ბუნებრივად გამოიყურება.

6
ზენდეია
ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი სულ რაღაც 23 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო გავლენიან ქალთა რიგებში მოხვედრა. ერთ-ერთი მისი ტრანსფორმაცია ჟღალი თმის იდეალურად მორგება გახლდათ.

7
ემა რობერტსი
ჯულია რობერტსის ძმის შვილმა მამიდის გზის მიყოლა გადაწყვიტა. სამსახიობო კარიერის პარალელურად, ემამ ჯულიასგან თმის ფერის შთაგონებაც არაერთხელ აიღო.

8
ნიკოლ კიდმანი
ჰოლივუდის თვალწარმტაცმა ვარსკვლავმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქერა თმა წარმატებულად მოირგო, თუმცა ნიკოლმა კარიერა ჟღალი თმით დაიწყო და თავი სწორედ ამ შეფერილობით შეგვაყვარა.