ბილი აილიშმა ფანებს დანაპირები შეუსრულა და სტილის ხელწერად ქცეულ მწვანე ვარცხნილობას დაემშვიდობა, რომელსაც მომღერალი 2019 წლიდან ატარებს. ბილის რჩეული ახალი სტილი პლატინუმის ქერა არის. დეკემბერში, „ინსტაგრამის” „ლაივის” დროს, ბილი ფანებს დაჰპირდა, რომ დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ, ვარცხნილობას შეიცვლიდა. „ეს ეპოქის დასასრული და ახალი ერის დასაწყისი იქნება”, – იხუმრა მომღერალმა.
ბილი აილიშის ფანებში კონსპირაციის თეორიებიც გაჩნდა. თითქოს, მომღერალი უკვე რამდენიმე თვეა ქერაა და გასულ კვირას, „გრემის” დაჯილდოების ცერემონიაზე პარიკი ეკეთა. შეგახსენებთ, რომ ამ წლის მუსიკალური დაჯილდოება ბილისთვის ისეთივე წარმატებული იყო, როგორც დანარჩენები და სახლში 4 ჯილდოთი დაბრუნდა.
ბილიმ ახალ ვარცხნილბაზე სეზონის ტენდენციური წინამოც მოირგო. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, თითქმის ყველა მოდის „ინფლუენსერმა“ და ცნობილმა სახემ მოირგო ეს ვარცხნილობა. მათ შორის არიან: ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ქენდალ ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი, სელენა გომესი და სხვები. განსაკუთრებით აქტუალურია გრძელი, შუაზე გადაწეული წინამო.