ბელა ჰადიდმა ახალი ვარცხნილობა ჯერ „ინსტაგრამზე“, შემდეგ კი ნიუ-იორკის ქუჩებში წარმოადგინა. სუპერმოდელმა თმის ძირებზე მკვეთრი სტაფილოსფერი „ჰაილაითები“ მოირგო და ყველას, ბილი აილიშის უკვე საკულტო მწვანე ნეონისფერი ვარცხნილობა მოგვაგონა.

იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა აქვთ დღეს ბელასა და ბილის პოპ-კულტურასა და მოდის ტენდენციებზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ვარცხნილობას უფრო მეტი ადამიანი მოირგებს და შესაძლოა, 2021 წლის ტენდენციებშიც ვიხილოთ.
სტილისტების მიერ ნაწინასწარმეტყველებ 2021 წლის მთავარ ტენდენციებში ნამდვილად შეხვდებით ვარცხნილობის მსგავს ვერსიას: 90-იანების სტილით შთაგონებული პიქსი, ანუ ყურის ზემოთ შეჭრილი თმა. განსაკუთრებით ტენდენციური იქნება პიქსი ვარცხნილობის ფერადი ვარიაციები: ვარდისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი და სხვა.
© Instagram @billieeilish