თუკი 2021 წელს თავგადასვლების განწყობაზე ხართ და ვარცხნილობის შეცვლას ფიქრობთ, სტილისტების რჩეულ 6 ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალური და ტენდენციური იქნება.
1. წინამო: TRENDS 2021
2020 წელს წინამო მოდას დაუბრუნდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თითქმის ყველა მოდის „ინფლუენსერმა“ და ცნობილმა სახემ მოირგო ეს ვარცხნილობა. მათ შორის არიან: ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ქენდალ ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი, სელენა გომესი და სხვები. განსაკუთრებით აქტუალურია გრძელი, შუაზე გაყოფილი წინამო.
2. მაღალი კუდი: TRENDS 2021
2021 წელს მოდაში იქნება ე.წ. ცხენის კუდი, მაღალზე აწეული თმა
3. მოკლე „ბობი”: TRENDS 2021
მოკლე „ბობი”, ანუ მხარს ზემოთ შეჭრილი თმა 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტენდენციური ვარცხნილობა იქნება როგორც სწორი, ასევე ხვეული თმისთვის.
4. პიქსი: TRENDS 2021
90-იანების სტილით შთაგონებული პიქსი, ანუ ყურის ზემოთ შეჭრილი თმა, აქტუალურობას არც 2021 წელს დაკარგავს. განსაკუთრებით ტენდენციური იქნება პიქსი ვარცხნილობის ფერადი ვარიაციები: ვარდისფერი, იისფერი და სხვა.
5. მოცულობა: TRENDS 2021
მათთვის, ვისაც გრძელ თმასთან განშორება არ სურს, სასიამოვნო ამბავი გვაქვს. 2021 წლის ვარცხნილობის ტენდენციებში შეხვდებით გრძელი თმის ვარიაციებსაც: რაც მეტი მოცულობა ექნება თმას, მით უკეთესი.
6. ბუნებრივი კულულები: TRENDS 2021
მას შემდეგ, რაც TikTok-ის ვირუსულმა ტრენდმა მთელ მსოფლიოს ასწავლა ხუჭუჭა თმის დაყენების მეთოდები, ალბათ, არავის გაგიკვირდებათ, რომ 2021 წლის ვარცხნილობის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია სწორედ ბუნებრივი კულულები იქნება.