მაკიაჟის ხელოვნება ბოლო დროს მართლაც იპყრობს მწვერვალებს და სულ უფრო ლამაზ და დახვეწილ ტენდენციებს გვთავაზობენ. დღეს მაკიაჟი აღარ არის უბრალოდ გალამაზების საშუალება, მას უკვე ხელოვნების ერთ-ერთ მიმდინარეობად მიიჩნევენ და სამართლიანადაც.
მაგალითად, თუ თვალის მაკიაჟის ბოლო ტენდენციებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თვალების კოსმეტიკით გალამაზება. „მეიქ აფ“ არტისტები გვთავაზობენ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების შერწყმით შექმნილ ულამაზეს ორნამენტებს, რომელიც უნიკალური და შთამბეჭდავია.
ასევე წაიკითხეთ: 2020 წლის მაკიაჟის ტენდენციები | „ფერების ძიებაში“

თვალის ქუთუთოსა და წარბს შორის ფერადი ლაინერით დახატული ტეხილები, რომელიც ყვრიმალამდე გრძელდება.

ლურჯი ლაინერით თვალის ზედა ნაწილზე განსხვავებულად გავლებული ხაზები თვალის ჭრილს ორიგინალურობას სძენს და ვიზუალისადმი ჩვენს აღქმას ცვლის.

მკვეთრი ფერების კომბინაცია – შეგიძლიათ მუქი წითელისა და ღია ნარინჯისფერის შეზავებით ცისარტყელასებრი ელფერი მიიღოთ.

ასევე იდეალურია მწვანე და ყვითელი ფერების კომბინაცია.

იისფერი თვალის ჩრდილისა და შავი ლაინერის კომბინაციით უფრო მეტად ორიგინალურ ელფერს შესძენთ გარეგნობას.
ფოტოსესია: ELLE Mexico
ფოტო: Benjo Arwas
სტილი: Shalev Lav’an