„ინსტაგრამერები“ კვირაში საშუალოდ 5 საათს ხარჯავენ იდეალური სელფის გადასაღებად. ნეიროფსიქოლოგმა, ანუკა ლინდელმა ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა იდეალური სელფის გადაღების მარტივი საიდუმლო.
აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები „სელფის“, ან ჩვეულებრივი ფოტოს გადაღებისას სახის მარცხენა მხარეს აჩვენებენ. აღსანიშნავია, რომ მხატვრებიც ხშირ შემთხვევაში, პორტრეტებზე მუშაობისას სახის მარცხენა მხარეს ამჯობინებენ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სახის მარცხენა მხარე უფრო მეტ ემოციას აჩვენებს. ამის მიზეზი კი, შესაძლოა ის იყოს, რომ ტვინის მარჯვენა მხარე კუნთების მუშაობაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო მარცხენა ემოციებსა და გრძნობებზე.
თქვენ თუ შეგიმჩნევიათ, სახის რომელ მხარეს ამჯობინებთ ფოტოს გადაღების დროს?