მაშინ, როდესაც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოება ჯერ კიდევ შორს არის, ხოლო წვეულებების სეზონი კარს მოგვდგომია, გავიხსენოთ რჩეული თმა და მაკიაჟი Emmy-ს 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიიდან. მოკლე „პიქსი“ ვარცხნილობა, სველი თმის ეფექტი, კლასიკური ჰოლივუდური დალალები, ჩვენს რჩეულ შვიდეულში შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი, რაც ახალ შესაძლებლობებს დაგანახებთ და ექსპერიმენტებისკენ გიბიძგებთ.

1
ჯულია გარნერი
ჯულია გარნერმა იასამნისფერ ნათებას ოქროსფერი მბზინვარება შეუხამა და დაბალ კუდზე შეკრული, გადაწეული თმით აქცენტი მთლიანად თვალებსა და ტუჩებზე გააკეთა.

2
სანდრა ო
სანდრამ არჩევანი ბუნებრივ მაკიაჟზე შეაჩერა: ვარდისფერი ბლაში ყვრიმალებზე და ამავე ფერის ტუჩსაცხი. მსახიობმა მომხიბლავი ლუქი მაღლა შეკრული, არეული კულულებით გაამდიდრა.

3
გვენდოლინ კრისტი
გვენდოლინმა ბუნებრივი ტალღები და სველი თმის ეფექტის მქონდე ვარცხნილობა მოირგო. სახე მკვეთრი წითელი ფერის ტუჩსაცხით გამოკვეთა, რომელსაც ჰარმონიულად შეუხამა სრულიად ნეიტრალური, ბუნებრივი მაკიაჟი.

4
ჯოუი ქინგი
ჯოუიმ მოკლე „პიქსი“ ვარცხნილობაზე არეული სტილის ხვეული წინამო მოირგო. რაც შეეხება მაკიაჟს, მან აქცენტის გაკეთება თვალებზე არჩია. ტენდენციების კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც მაკიაჟი საკმაოდ ბუნებრივი იყო.

5
ემილია კლარკი
დაჯილდოების ცერემონიაზე მისულმა მსახიობმა თამამად განაცხადა, რომ ამ საღამოს მისი შთაგონების წყარო ჯეილო გახლდათ. ემილიამ გრძელ სწორ თმას ბუნებრივი მაკიაჟი შეუხამა.

6
მეისი უილიამსი
მეისი წითელ ხალიჩაზე ახალი ვარცხნილობით და ძველი თმის ფერით გამოჩნდა. აღსანიშნავია წინამოც, რომელმაც წელს მოდის სამყაროში დიდი დაბრუნება განიცადა. რაც შეეხება მაკიაჟს, მან არჩევანი თვალისა და ტუჩის გამოკვეთაზე შეაჩერა.

7
მენდი მური
მენდიმ ყურადღება არა მხოლოდ ვინტაჟური სტილის კაბით, არამედ ბიუთი ლუქითაც მიიპყრო და წითელ ხალიჩაზე კლასიკური ჰოლივუდური გლამურის დემონსტრირება მოახდინა.