მაკიაჟი და ფრჩხილები უამრავი ტრენდით გამოირჩევა. ცალ-ცალკე შეიძლება არაერთი კრეატიული თუ მომხიბვლელი დიზაინის შესახებ გიამბოთ, თუმცა დღეს ამ ორი სილამაზის ელემენტის შერწყმისა და იდეალურ სინთეზზე უნდა მოგიყვეთ.
მსოფლიოში ცნობილი მეიქაფ თუ ნეილ არტისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ისინი დღეს ერთი-მეორის ტენდენციებს ადევნებენ თვალს და უდავოდ ითვალისწინებენ მათ.

წარმოიდგინეთ იდეალური დღე, როდესაც ზუსტად იცით რა უნდა მოირგოთ და როგორ შექმნათ თქვენი ვიზუალური მხარე უფრო თამამი, ორიგინალური და ყველასაგან გამოსარჩევი. საჭიროა მხოლოდ ორი რამ: თქვენი ფრჩხილები იყოს მრავლისმეტყველი და ეს მეტყველება მაკიაჟზეც შესაბამისად აისახებოდეს.
ასევე ნახეთ, ფრჩხილის 7 ფორმა სხვადასხვა სტილის ქალბატონებისთვის.