კორონავირუსის პანდემიამ, თანამედროვე მაკიაჟის ტენდენციებში გარდამტეხი როლი შეასრულა. როდესაც, მსოფლიოს გარშემო ადამიანები იზოლაციაში იმყოფებიან, საჯარო სივრცეები კი დახურულია, ყოველდღიურმა მაკიაჟმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა. 2020 წლიდან, სილამაზის მთავარი ტენდენცია აბსოლიტური მინიმალიზმი გახდა.
თვალი გადაავლეთ, მაკიაჟის ერთ საუკენეს და ნახეთ, როგორ იცვლებოდა სილამაზის ტენდენციები ათწლეულებთან ერთად.

1920-იანი წლები: მკვეთრი წითელი ტუჩი და მოცულობის მქონე წამწამები
© Transform Hospital Group

1930-იანი წლები: კეტრინ ჰეფბერნის, მარლენ დიტრიხის და ბეტი დევისის სტილით შთაგონებული თამამი მაკიაჟი. აქცენტი წვრილ წარბებზე კეთდებოდა. როგორც ამბობდნენ, ამ ფორმის წარბი ეკრანზე განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურებოდა.
© Transform Hospital Group

1940-იანი წლები: ტენდენციური იყო მინიმალისტური სტილი, რომელიც ნაზ კანს და ვარდისფერ ღაწვებს უსვამდა ხაზს. ამ ტონალობის წითელ ტუჩსაცხს კი ყველგან შეხვდებოდით.
© Transform Hospital Group

1950-იანი წლები: 50-იანი წლების მაკიაჟის ტრენდები უფრო გლამურული იყო. ფორთოხლისფერი-წითელი ტუჩსაცხი, თვალის ლაინერი და დრამატული წამწამები.
© Transform Hospital Group

1960-იანი წლები: თვიგის დამსახურებით, 60-იანი წლების მაკიაჟში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი დიდი, მეტყველი თვალები გახდა.
© Transform Hospital Group

1970-იანი წლები: 70-იან წლებში ბრონზერებმა განსაკუთრებულ პოპულარობას მიაღწიეს. ასევე ტენდენციური იყო მბრწყინავი ტუჩი და ფერადი ჩრდილები.
© Transform Hospital Group

1980-იანი წლები: 80-იანი წლების ვარცხნილობა და მაკიაჟი ფერადი და გაზვიადებული იყო. მადონას და ბლონდის სტილით შთაგონებულმა მაკიაჟმა მსოფლიო დაიპყრო.
© Transform Hospital Group

1990-იანი წლები: გვინეტ პელტროუმ, დრიუ ბერიმორმა, უაინონა რაიდერმა და სხვებმა, ფერმკრთალი სახისა და მუქი ყავისფერი ტუჩსაცხის ტენდენციას ჩაუყარეს საფუძველი.
© Transform Hospital Group

2000-იანი წლები: მაკიაჟი უფრო ნაზი და ფემინური გახდა. განსაკუთრებით ტენდენციური იყო მბზინავი ტუჩი და ლურჯი/ვერცხლისფერი თვალის ჩრდილები.
© Transform Hospital Group

2010-იანი წლები: 2010-იან წლებში, პოპულარული გახდა სახის კონტურებით მოხაზვის ტენდენცია, რომლის დამფუძნებლებად შეგვიძლია კარდაშიანები ჩავთვალოთ. ასევე ტენდენციური იყო გამოკვეთილი თვალები და მოცულობის მქონე ტუჩებზე, კანისფერი ტუჩსაცხი.
© Transform Hospital Group

2020-იანი წლები: მაკიაჟის ტენდენციები მინიმალისტური გახდა. ტენდენციის დამკვიდრებას კორონავირუსის პანდემიანაც შეუწყო ხელი. იზოლაციაში ყოფნის დროს, მკვეთრმა მაკიაჟმა აქტუალობა დაკარგა.
© Transform Hospital Group