ლოს-ანჯელესში Grammy-ს რიგით 63-ე დაჯილდოება გაიმართა. წლევანდელი შემსრულებლების „ლაინაფი” ნამდვილად შთამბეჭდავი იყო: BTS, ტეილორ სვიფტი, ჰარი სთაილსი, დუა ლიპა, მეგან სტალიონი, Doja Cat, ბილი აილიში, ქარდი ბი და სხვები. არანაკლებ შთამბეჭდავი გახლდათ წითელი ხალიჩის ჩაცმულობები და მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსების თმა და მაკიაჟი.
მეგან სტალიონის ძველი ჰოლივუდის გლამური, H.E.R.-ის 70-იანი წლების ბოჰო სტილით შთაგონებული ვარცხნილობა, ბილი აილიშის ხელწერად ქცეული მწვანე თმა და საოცარი ფრჩხილები, რომელსაც მომღერალი სამოსს უხამებს, დუა ლიპას Versace-ს კოსტუმები და მათთან შეხამებული იისფერი მაკიაჟი. ლიზოს ფერადი თმისსამაგრები და სხვა.
დაათვალიერეთ, საუკეთესო თმა და მაკიაჟი 2021 წლის „გრემის” დაჯილდოების წითელი ხალიჩიდან.

1
მეგან სტალიონი: ძველი ჰოლივუდის გლამური
© Getty Images

2
ბილი აილიში: კოორდინირებული სტილი, აქსესუარები, პირბადე და ფრჩხილები
© Getty Images

3
დუა ლიპა: მბზინავი თვალის მაკიაჟი იისფერის გრადაციებით და შუაზე გაყოფილი, სწორი თმა
© Getty Images

4
ნოა საირუსი: მინიმალისტური No Makeup მაკიაჟი და გოთიკური თმა.
© Getty Images

5
ტეილორ სვიფტი: ყვავილების დეტალებით გაფორმებული Oscar de la Renta-ს პირბადე
© Getty Images

6
H.E.R. 70-იანი წლების ბოჰო სტილით შთაგონებული ვარცხნილობა და იისფერის გრადაციით შექმნილი მკვეთრი თვალის მაკიაჟი
© Getty Images

7
ლიზო: განსაკუთრებული დეტალი, მბზინავი თვლებით გაფორმებული ვარდისფერი თმისსამაგრები
© Shutterstock

8
ტიარა ტომასი: მინიმალისტური მაკიაჟი და აფრო ნაწნავები ოქროსფერი დეტალებით
© Getty Images

9
ფიბი ბრიჯერსი: ვერცხსიფერი თმა და გამოკვეთილი ტუჩი
© Getty Images