ნახეთ, ის 5 ბიუჯეტური სილამაზის პროდუქტი, რომელსაც სელებრითები აღმერთებენ. თავის მოვლის საშუალებები და მათი სწორად შერჩევა ჩვენი სილამაზის და ჯანსაღი იერის მთავარი საიდუმლოა. ხშირად, არჩევანს მხოლოდ ძვირადღირებულ პროდუქტებზე ვაკეთებთ, რაც ფულის უაზროდ ფლანგვად შეიძლება გადაიქცეს.
1
ნაომი ქემბელი: 50 წლის სუპერმოდელისთვის თავის მოვლის რუტინა დღის განუყოფელი ნაწილია. ნაომის რამდენიმეწუთიან რუტინას თუ გადავავლებთ თვალს, მასში 5 გირვანქა სტერლინგის ღირებულების, La Roche-Posay Serozinc-ის ტონერს აღმოვაჩენთ.


Posay Serozinc Toner
სახის გამწმენდი და დამამშვიდებელი ტონერი.
La Roche
£5
2
ვიქტორია ბექჰემი: შეღებილი თმის დასაცავად, ვიქტორია ბექჰემი საკმაოდ ბიუჯეტურ შამპუნს იყენებს. მას ონლაინ სულ რაღაც 10 გირვანქად შეიძენთ. რაც მთავარია, პროდუქტი არ შეიცავს სულფატებს და აქვს UV ფილტრის დაცვა.


Colour Radiating Conditioner
თმის კონდიციონერი ყავისფერი შეღებილი თმისათვის.
Josh Wood
£10
3
ჯენიფერ ენისტონი: უბერებელი მსახიობი თავს ძალიან პატარა ასაკიდან უვლის. ჯენიფერის მარადიული სილამაზის საიდუმლო რამდენიმე ხრიკს მოიცავს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრებს ზედმეტად ძვირადღირებულ თავის მოვლის საშუალებებს. ენისტონის საყვარელი ტანის ლოსიონის შეძენა ამაზონზე 19 დოლარად შეგიძლიათ.


Daily Moisturising Lotion
ყოველდღიური დამატენიანებელი ტანის ლოსიონი.
Aveeno
$19
4
ნინა დობრევი: კიდევ ერთი ბიუჯეტური სილამაზის პროდუქტი – The Vampire Diaries მსახიობს საკმაოდ ბიუჯეტური რჩეული წამწამების ტუში აქვს, რომელსაც მუდმივად თან დაატარებს. Cover Girl-ის ტუში მხოლოდ $7 ღირს.


Lash Blast Volume Mascara
მოცულობის მიმცემი წამწამების ტუში.
Cover Girl
$7
5
ტეილორ სვიფტი: ყველას კარგად მოგვეხსენება ტეილორ სვიფტის სიყვარული წითელი ტუჩსაცხის მიმართ. „თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ, როდესაც წითელი ტუჩსაცხი მისვია“ – განაცხადა მომღერალმა InStyle-თან საუბრისას. მისი ერთ-ერთი საყვარელი წითელი ტუჩსაცხი სულ რაღაც 22$-ად შეგიძლიათ შეიძინოთ.


Artist Rouge Lipstick
ტუჩსაცხი კრემოვანი ტექსტურით და გრძელვადიანი ეფექტით.
Make Up For Ever
$22