უმეტეს თქვენგანს ალბათ, სმენია როგორ აკეთებენ პირსინგს სპეციალური „პირსინგის თოფის“ გამოყენებით. როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა არ სვამს კითხვებს იმის შესახებს, თუ რამდენად უსაფრთხოა ეს ხელსაწყო, ან რა გართულებები შეიძლება გქონდეთ პროცედურის შემდეგ. სანამ პირსინგს გაიკეთებთ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები:
1
ზოგიერთი მეტალი არ არის უსაფრთხო: უმჯობესია, თუ არ გამოიყენებთ ვერცხლის სამკაულს განსაკუთრებით კი მაშინ, თუ პირსინგი ახალი გაკეთებული გაქვთ. შესაძლოა, ვერცხლმა გამოიწვიოს ალერგია და ბაქტერიები მიიზიდოს. არც ნიკელისა და ოქროს სამკაულის შერჩევაა კარგი გადაწყვეტილება. ახალ პირსინგზე კარგია ტიტანის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული სამკაული. განსაკუთრებით კი მგრძნობიარე კანის შემთხვევაში.
2
შესაძლოა, თავი იჩინოს გართულებებმა: სანამ პირსინგს გაიკეთებთ, მანამდე უნდა იცოდეთ, რომ ეს პროცედურა გარკვეულ რისკებს შეიცავს. თუკი სიფრთხილით იმოქმედებთ, თავიდან აირიდებთ სერიოზულ გართულებებს. ახალი გაკეთებული პირსიგნის დროს ნორმალურია პირსინგის არის შეშუპება, კანის სიწითლე, ტკივილი, მაგრამ სიმტომები, რომლებსაც ახლა ჩამოვთვლით, შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს: პირსინგის არეში მკვეთრი სიწითლე და მკვეთრად შეშუპება, ძლიერი ტკივილი, პირსინგის არედან მომწვანო მოყვითალო ფერის გამონადენი, წვის შეგრძნება, უსიამოვნო სუნი, ცხელება, ან გულისრევა.
3
პირსინგის დამუშავება მხოლოდ წყლით საკმარისი არ არის: ინფექციების თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ არ დაივიწყებთ პირსინგის რეგულარულ მოვლას და ეს არ გულისხმობს წყლით დაბანას. მას სპეციალური ხსნარით დამუშავება სჭირდება, რომელიც სპეციალისტმა უნდა გირჩიოთ.

4
მოშუშებას შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რომელ ნაწილზე გაიკეთებთ მას. მაგალითად, ცხვირის პირსინგის ბოლომდე მოშუშებას საშუალოდ 4-დან 6 თვემდე სჭირდება. ყურის ბიბილოს ქვედა ნაწილის მოშუშებას 4-დან 8 კვირამდე პერიოდი, ხოლო ყურის ზედა ნაწილზე გაკეთებული პირსინგისთვის დაახლოებით, 6 თვეა საჭირო. ასე რომ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას საგულდაგულოდ უნდა მოუაროთ იმისთვის, რომ ინფექციები აირიდოთ თავიდან.
5
უმჯობესია, თუ პირსინგს ე.წ. პირსინგის თოფით არ გაიკეთებთ: მისი სტერილიზება სრულად და ხარისხიანად ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომაც, ზოგჯერ ინფექციის წყარო ხდება, ასევე შესაძლოა, კანის ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომაც, უნდა მიხვიდეთ შესაბამის სალონში იმისთვის, რომ უფრო უსაფრთხო და სტერილური ხელსაწყოთი გაიკეთოთ პირსინგი. ასეთი ხელსაწყოები კი მრავლად არსებობს და პირსინგის თოფი არ არის ერთადერთი.
6
არ გაიკეთოთ პირსინგი უზმოზე: სანამ პირსინგს გაიკეთებთ, აუცილებლად გემრიელად მიირთვით რაიმე. მშიერ კუჭზე ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებული არ არის. ასევე, დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, დაგეწყოთ თავბრუსხვევა და გულისრევა.