სოციალური ქსელების ეპოქაში ძალიან მარტივია შენი ნიჭი მთელ მსოფლიოს აჩვენო და ვარსკვლავი გახდე. მთავარია, დაინახო შესაძლელობები და არ შეგეშინდეს პოპულარობის.
ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავი მაკიაჟის ხელოვნების ბრაზილიელი ოსტატი, ლეტიცია გომესია, რომელსაც პოპულარობა Tik Tok მა მოუტანა, ის პოპულარულია Instagram-ზეც და მისი გამომწერების რაოდენობა უკვე 3 მილიონს აჭარბებს.
თავდაპირველად სახელი გაითქვა ვიდეოებით, სადაც მაკიაჟის გაკეთების ხელოვნებას ასწავლიდა თავის მიმდევრებს. თუმცა ახლა მხოლოდ ამით არ შემოიფარგებლა და აკეთებს მაკიაჟს, რომლის წყალობითაც შეუძლია ნებისმიერ ვარსკვლავს და კინოგმირს დაემსგავსოს.
მაგალითად, მას მარტივად შეუძლია გახდეს ჯეკ ბეღურა „კარიბის ზღვის მეკობრეებიდან“, ჩაკ ბასი, ან ბლერ უოლდორფი „ჭორიკანადან“, ექიმ ჰაუსი და ეს არასრული ჩამონათვალია მის მიერ მაკიაჟით გაცოცხლებული კინოგმირებისა.
ლეტიციას ნამუშევრები აღფრთოვანებას იწვევს. შეუძლებელია ამ საოცარი ტრანსფორმაციებით არ გაოცდეთ და რომ იცოდეთ, გაოცებას თავად ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ვერ მალავენ. აი, მაგალითად, ნახეთ, როგორი რეაქცია ჰქონდა მსახიობ ედ უესთვიქს, როდესაც ლეტიციას ჩაკ ბასად გარდასახვა ნახა.