მომღერალი, დიზაინერი, ოთხი შვილის დედა, ვიქტორია ბექჰემი ამბობს, რომ კანს იმის გამო კი არ უვლის, რომ ახალგაზრდობა დიდხანს შეინარჩუნოს, არამედ იმისთვის, რომ ის ხავერდოვანი და ჯანსაღი იყოს დღეს, მოცემულ მომენტში და ასეთი დამოკიდებულება, სამომავლოდაც ახალგაზრდული იერის შექმნას განაპირობებს. ვიკის აზრით, მთავარია კანის მოვლისადმი სწორი დამოკიდებულება.
ვიქტორიას საკუთარი კოსმეტიკური ხაზი აქვს და გასაკვირი არ არის, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. რაც მთავარია, ცოდნა, ასევე შესაბამისი გამოცდილება აქვს და ვის შეიძლება ვენდოთ თუ არა ვიკის?!
დიზაინერი ამბობს, რომ პრიალა, ხავერდოვანი კანის გასაღები არის ის, თუ რა რაოდენობის ცხიმს იღებთ და როგორ არის ორგანიზმში ნივთიერებები დაბალანსებული. სწორედ ამ ბალანსის მისაღებად და ცხიმის რაოდენობის დარეგულირების მიზნით, ვიქტორია დღის განმავლობაში სამ, ან ოთხ ცალ ავოკადოს მიირთმევს.

ავოკადო არის მართლაც ჯადოსნური მცენარე, რომელიც წარმოადგენს ზოგადად ორგანიზმისთვის და ასევე კანის სიჯანსაღისთვის აუცილებელი E ვიტამინის ბუნებრივ წყაროს. როდესაც ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით E ვიტამინია, კანი არის დატენიანებული და ჯანსაღი. ეს ვიტამინი მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი და ეხმარება უჯრედებს დიდხანს შეინარჩუნონ ჯანსაღი იერი, ამარაგებს ჟანგბადით და შესაბამისად, ყოველივე ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
ვიქტორია ამბობს, რომ კანის მოვლა ყოველდღიურობის ნაწილი უნდა იყოს, თუ გვსურს, რომ გრძელვადიანი შედეგი მივიღოთ. დიზაინერის თქმით, მისი კოსმეტიკური ხაზი არ სთავაზობს ადამიანებს ნაოჭების გაქრობას, რადგანაც ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს და ,,ეს სისულელეა”, მაგრამ სთავაზობს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ყოველდღიური მოხმარებისას დაბერების პროცესს შეაფერხებს. ასევე ის მოგიწოდებთ ჯანსაღი კვებისკენ და ყოველდღიურად 3-4 ცალი ავოკადოს მიღებას გირჩევთ.