ცივი წყლით სახის დაბანა გამოფხიზლებისთვის, ენერგიისთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა გარდა ამისა, წყალი შეგიძლიათ სილამაზის პროდუქტადაც მიიჩნიოთ, რადგანაც, როგორც დერმატოლოგები ამბობენ, მას უნიკალური თვისებები აქვს, რომლითაც წარმოუდგენლად დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია კანზე. ვნახოთ, რა სარგებელი მოაქვს ცივი წყლით სახის დაბანას.
1. კანს ხდის ჯანსაღსა და პრიალას
თუ სახეს ცივი წყლით დაიბანთ, გაუმჯობესდება სისხლის ცირკულაცია, რაც დადებითად აისახება კანზე, ის გახდება გლუვი და პრიალა, უფრო ნათელი და ჯანსაღი იერის მქონე.

2. თუ სახეს ცივი წყლით რეგულარულად დაიბანთ, შეფერხდება ნაოჭების გაჩენისა და დაბერების პროცესი
დერმატოლოგები რეკომენდაციას უწევენ ყოველ დღე სახის ცივი წყლით დაბანას. ცივი წყალი ააქტიურებს ნერვულ სისტემას, სხეულში კი წარმოიქმნება ჰორმონები, რომლებიც სტრესისგან გაგათავისუფლებთ. კვლევის თანახმად სტრესს პირდაპირი გავლენა აქვს დაბერებაზე და ნეგატიურ გავლენას ახდენს კანზე, იწვევს აკნეს, ფსორიაზს, დერმატიტს, ხოლო როგორც აღვნიშნეთ, ცივი წყალი სტრესისგან გაგათავისუფლებთ და კანის მსგავსი პრობლემების გაჩენის რისკიც შემცირდება.

3. ცივი წყალი კარგია ფორების შესავიწროებლად
თუ ფორები გაწუხებთ, ცივი წყლით სახის რეგულარულად დაბანა პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა, ვინაიდამ ის ამცირებს ფორებს. თქვენს სახეს განახლებულის ელფერი ექნება. ის კარგია გაღიზიანებული, შეშუპებული და შეწითლებული კანისთვისაც.
