უკვე გაგაცანით დამცავების ტიპები და ახლა უშუალოდ გადავიდეთ ყველაზე მტკივნეულ საკითხზე: როგორ წავისვათ დამცავი და ვატაროთ მაკიაჟი ერთად? როგორც წესი, ჯანსაღი კანიც გვინდა, თან მაკიაჟიც გვინდა ვატაროთ და თან მზისგან დამცავიც. როგორ მოვახერხოთ ეს სწორად? ისე რომ მაკიაჟმა და მზისგან დამცავმა ერთმანეთი არ გააბათილოს? ვეცადე მოკლედ მომეყოლა ამ რთული საკითხის შესახებ:
კითხვებისთვის და რჩევებისთვის მომწერეთ სოციალურ ქსელებში: Instagram-ზე: @niniamrao; Facebook-ზე: @niniamrao
მზისგან დაცვა: გიდი დამწყებთათვის ნაწილი 1
მზისგან დაცვა: გიდი დამწყებთათვის ნაწილი 2

უმჯობესია, თუ არ შევურევთ მზისგან დამცავ სხვადასხვა ფილტრებს ერთმანეთთან, რადგან არის სენსიტიური ფილტრები, რომელსაც სხვა დამცავები აბათილებს. Avobenzone-ის შემცველ დამცავთან არ უნდა გამოვიყენოთ Octinoxate, Titanium Dioxide, Zinc Oxide.
ამიტომ, თუ გაქვთ სახის საცხი დამცავით, პრაიმერი დამცავით, ტონალური დამცავით და პუდრი დამცავით, უმჯობესია თუ მათგან მხოლოდ ერთ ტიპს აირჩევთ და იმას გამოიყენებთ, ან როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიაქცევთ ყურადღებას მათ ფილტრებს და შემადგენლობას.

მზისგან დამცავი საშუალება რუტინაში, ყოველთვის უნდა დავიტანოთ დამატენიანებლის შემდეგ, და ტონალურ საცხამდე ან პრაიმერამდე.
იდეაში, რამდენიმე სხვადასხვა SPF პროდუქტების დატანა, პროცენტულად ზრდის დაცვას. თუმცა ეს მხოლოდ კვლევებში, ერთნაირი ტიპის დამცავების წასმისას ხდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი დამცავის იდეალურად წასმას ვერ ვახერხებთ.
რა თანმიმდევრობით უნდა წავისვათ დამცავი და მაკიაჟი?
დამცავების უმეტესობა შექმნილია „ცარიელ“ კანზე წასასმელად. ამიტომ არ უნდა გამოიყენო მის ქვეშ მაკიაჟის პროდუქტები, ისეთი, რომელიც კანის ზედაპირზე რჩება; დამატენიანებლის დამცავის ზევიდან წასმისას იკლებს მზისგან დაცვის პროცენტულობა, მითუმეტეს თუ მზისგან დამცავი წყალგამძლეა, აზრი არ აქვს ზევიდან რამის წასმას.

პირველი ეტაპი: სახის დაბანა, ტონერი, შრატი, დამატენიანებელი და მხოლოდ შემდეგ მოდის დამცავი.
მეორე ეტაპი: პრაიმერი და ტონალური საცხი, თუ რა თქმა უნდა მაკიაჟს იყენებთ.
როგორ დავიტანოთ დამცავი?
1
არ შეურიოთ დამცავი დამატენიანებელში და არ შეურიოთ დამცავი ტონალურ საცხში. ასევე მიაქციეთ ყურადღება იმ დამატენიანებელს, რომელსაც წაისვამთ დამცავის ქვეშ, უმჯობესია ცხიმებით გაჯერებული არ იყოს და არ იყოს სილიკონის ბაზაზე. რადგან მძიმე კონსისტენციის საცხები იწოვს დამცავს და ასევე ხელს უწყობს მისი კანის ზედაპირზე „სრიალს“, რის გამოც მზისგან დამცავები დაშლას იწყებს და ეფექტურობას კარგავს.
2
მზისგან დამცავის ზემოდან წასმული დამატენიანებელი ან ტონალური საცხები ამცირებს მზისგან დამცავის პროცენტულობას 15-20%-ით, თუ მძიმე, ცხიმოვანი ტონალურია, პროცენტი მატულობს; უმჯობესია გამოიყენოთ წყალგამძლე, ოფლგამძე დამცავები უკეთესია თუ ეწერა Rubbing Resistance.
3
ასევე მთავარი და მნიშვნელოვანი ხრიკი დაელოდეთ 10-12 წუთი, სანამ მზისგან დამცავს კარგად შეიწოვს კანი და მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ მაკიაჟი.

4
უმჯობესია თუ ხელით არ წაისვამთ მაკიაჟს და წაისვამთ მას სპონჟით, სილიკონის მაკიაჟის წასასმელით ან ქუშონით, ეს ნაკლებად მოაშორებს თქვენს კანს მზისგან დამცავს.
5
ყველა დამცავს აქვს მითითება რომ გადაისვათ 2 ან 4 საათში ერთხელ. რადგან ისინი მზის სხივების საკმარისად შეწოვის შემდეგ აღარ მოქმედებს. თუმცა ახალი ტიპის მინერალური დამცავები საკმაოდ ფოტოსტაბილურია, ნაკლებად იშლება კანზე და უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს, შესაბამისად მათი ხშირად წასმა აღარ გიწევთ.
6
ვისაც ყოველ 2 საათში დამცავისა და მაკიაჟის განახლების დრო და ნერვები არ გაქვთ, გამოიყენეთ SPF სპრეები ან ქუშონები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძლიერი დაცვა არ აქვთ, თუ სულ ოფისში ჯდომა გიწევთ, ნაკლებად ხვდებით პირდაპირი მზის სხივების ქვეშ და არ იოფლებით, არ ხართ აუზზე, ეს ის დაცვაა, რაც თქვენი რეგულალური დამცავის ზემოდან საკმარის დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.
