თუკი, მთელი დღე პირბადის ტარება გიწევთ, სახის კანს უკვე შეატყობდით ნეგატიურ ზეგავლენას. შესაძლოა, გაგიჩნდათ აკნე და გამონაყარი. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც პირბადის მუდმივად ტარების პირობებში, თქვენი სახის კანის მოვლაში დაგეხმარებათ.
კითხვებისთვის და რჩევებისთვის მომწერეთ სოციალურ ქსელებში: Instagram-ზე: @niniamrao; Facebook-ზე: @niniamrao
1
პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, არ გამოიყენოთ სინთეტიკური ნაჭრის პირბადეები. მათ არ აქვთ წყლის შეწოვის ფუნქცია და ის ნოტიო ჰაერი, რასაც სუნთქვის დროს წარმოვქმნით არ შეიწოვება, ილექება ნიღაბსა და ჩვენს კანზე და იდეალურ გარემოს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად. ეცადეთ პირბადე იყოს ბუნებრივი ქსოვილის, იდეალურია ბამბის ნიღბები.

2
მეორე პუნქტი დატენიანებაა. დარწმუნდით, რომ თქვენი კანი დატენიანებული და კარგად შეიარაღებულია. როდესაც კანის ბარიერი ძლიერია, გამაღიზიანებელი ფაქტორები ნაკლებად თრგუნავს მას. ეცადეთ გამოიყენოთ არაკომედოგენური საცხები, ისეთები, რომელთა შემადგენლობაშიც არ იქნება ალკოჰოლი, პარფიუმი, ეთერზეთები და სხვა კანის გამაღიზიანებელი ალერგენები.

3
გაამარტივეთ თქვენი რუტინა. ეცადეთ არ გამოიყენოთ ექსტრა პროდუქტები, დაიყვანეთ რუტინა მინიმუმამდე. შეეცადეთ არ გატესტოთ ახალი პროდუქტები, რადგან თქვენი კანი ისედაც გაღიზიანებულია, მოერიდეთ ექსპერიმენტებს. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მაკიაჟის პროდუქტებს.

4
ღამის რუტინაში ეცადეთ აღმდგენი სახის საცხები გამოიყენოთ. არ დაგავიწყდეთ მრავალჯერადი პირბადის გარეცხვა ყოველი გამოყენების შემდგომ. უმჯობესია მისი ცხელი წყლით გარეცხვა, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების გამრავლება.. კარგია თუ ხშირად დაამუშავებთ მას სამედიცინო სპირტით.

5
თუ უკვე გაღიზიანებული გაქვთ კანი და აკნე და გამონაყარი გაგიჩნდათ, გიამბობთ როგორ ებრძოლოთ მას. ამ ტიპის აკნეს 𝐀𝐜𝐧𝐞 𝐌𝐞𝐜𝐡𝐚𝐧𝐢𝐜𝐚 ეწოდება და მისი გამომწვევი მიზეზი თმის ფოლიკულებისა და ფორების დახშობაა. Acne Mechanica წარმოიქმნება ნოტიო, ბაქტერიებისათვის ხელსაყრელ გარემოში.
მის სამკურნალოდ საუკეთესო ინგრედიენტებია: ბენზოლის ზეჟანგი, ჩემი საყვარელი სალიცილის მჟავა, აზელაინის მჟავა და რეტინოიდები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინგრედიენტები აკნეს კარგად კურნავს, გასათვალისწინებელია მათი კანის გამოშრობის ფუნქციაც, ამიტომ ეცადეთ ამ ინგრედინტების შემცველი დასაბანი საშუალებები გამოიყენოთ.
კვირაში 3 ან 4-ჯერ დაიბანეთ ამ პროდუქტებით სახე, რათა გაღიზიანებასთან ერთად, სიმშრალის და გაუწყლოების პრობლემაც არ წარმოიქმნას. მე ვიყენებ სალიცილის მჟავის შრატს და ტონერს, მონაცვლეობით კვირაში 3-ჯერ.
იხილეთ ჩემი რეკომენდაციები

MEDICATED ACNE FACE WASH
დასაბანი გელი სალიცილის მჟავით, რომელიც კარგად ასუფთავებს კანს და ფორებში ჩამჯდარ ჭუჭყს.
Laroche Posay
$14.99

BETA HYDROXY ACID
სალიცილის მჟავის შრატი, არა მხოლოდ გამონაყართან, არამედ დაბინძურებულ ფორებთან გამკლავებაში და შავ წერტილებთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ, შეიცავს ჰიალურონის მჟავასაც და არ აშრობს კანს.
The INKEY List

2% BHA LIQUID EXFOLIANT
იშვიათია ისეთი პროდუქტები, რომელიც სალიცილის მჟავას შეიცავს და ერთნაირად უხდება, როგორც მშრალ ისევე ცხიმიან კანს, ეს ტონერი ყველა ტიპის კანს დაეხმარება გამონაყართან ბრძოლაში.
Paula’s Choice
$29.50
ეცადეთ მექანიკურად არ დააზიანოთ გამონაყარი სჯობს გამოიყენოთ ჰიდროკოლოიდური პაჩები.

Bye Bye Pimple Patch
მიზონის ჰიდროკოლოიდური პაჩები აფთიაქებში ხელმისაწვდომი და საკმაოდ ეფექტური გახლავთ.
MIZON (PSP)
9.69 ₾

Acne Pimple Master Patch
Cosrx-ის ჰიდროკოლოიდურ პაჩებს ქართულ კორეულ მაღაზიებში ხშირად შეხვდებით, ჩემს შემთხვევაში კარგად უმკლავდება წერტილოვან გამონაყარს.
COSRX
$8.90
გამოიყენეთ ანტიბაქტერიული კანის მოვლის საშუალებები, ჩემმა ფავორიტმა Benton-ის საცხმა აქაც მიშველა.

Aloe Propolis Soothing Gel
მარტივი შემადგენლობა, მსუბუქი დატენიანება ალოე და პროპოლისის ანტიბაქტერიული მოქმედება, ეს დუო ჩემს კანს ყოველთვის შველის.
BENTON
$19
საუკეთესო პროდუქტები მშრალი კანისთვის: მშრალი კანის მეპატრონეებმა, ეცადეთ ეძიოთ ბარიერის აღმდგენი ინგრედინტები, ციკა, პანთენოლი, ჰიალურონის მჟავა კერამიდები.

2x Barrier Intensive Cream
ამ საცხს ხშირად შეხვდებით კორეულ მაღაზიებში, ყინვისგან დამწვარი კანი ერთ ღამეში აღმიდგინა, ჩემი ცხიმიანი კანის მიუხედავად სულ მაქვს თაროზე. შეიცავს პანთენოლს და მადეკასოსიდს.
Soon Jung
$18

CICAPLAST BAUME B5
ეს ბალმი მისწრებაა მშრალი, გაღიზიანებული კანისთვის. აწყნარებს გაღიზიანებას. შეიცავს მადეკასოსიდს, პანთენოლს, გლიცერინს და შიის ცხიმს. სიღრმისეულად კვებას და ატენიანებს გაუწყლოებულ და გამომშრალ კანს.
Laroche Posay
$14.99

Aquaphor Repairing Ointment
მალამო მინერალური ზეთის ბაზაზეა დამზადებული. გამოიყენება ძლიერი სიმშრალის და გაღიზიანებების დროს. ეხმარება გაუწყლოებული და დაზიანებული კანის აღდგენას.
Eucerin
ეუსერინის ამ მალამოს ზემოთ ჩამოთვლილთა შორის უფრო ძლიერი და სიღრმისეული მოქმედება აქვს. მისი გამოყენება შეიძლება ნუნებზე და გამომშრალ ტუჩებზეც კი.
ვისაც აწუხებს ეგზემა ან კონტაქტური დერმატიტი, ექიმები ჰიდროკორტიზონის გამოყენებას ურჩევენ. ამ პრობლემის შემთხვევაში, უმჯობესია თუ გაესაუბრებით თქვენს დერმატოლოგს, რომელიც შეგირჩევთ სწორი პროცენტულობით კორტიკოსტეროიდულ საცხს.