პირველ რიგში, ხშირად მეკითხებიან არის თუ არა ტონერი აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის რუტინაში? არა, არ არის, რადგან დღეს თითქმის ყველა სახის დასაბანი ნეიტრალური PH ბალანსის მქონეა და ის, რასაც თავდაპირველი ტონერები გვპირდებოდა, კანს PH ბალანსის აღდგენა აღარ სჭირდება.
გამომყევით ჩემს ბლოგზე: Instagram-ზე: @niniamrao; Facebook-ზე: @niniamrao
თუმცა, ჩემს რუტინაში ტონერებს დიდი ადგილი უჭირავთ. ძირითადად მაქვს მჟავების (BHA, AHA) შემცველი ტონერები, რომელთა დახმარებით შავ წერტილებს, კომედონებს და კანის სხვადასხვა პრობლემას ვებრძვი. ჩემს კოლექციაში შეხვდებით მარტივი შემადგენლობის, დამატენიანებელ ტონერებს, რომლებიც კანის გაუწყლოების დაძლევაში დამეხმარა.

ამ ბოლო დროს, ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც პოსტის დაწერა გადავწყვიტე. მეგობრებო, ტონერი გამწმენდი საშუალება არ არის, ის არ შეიცავს სურფაქტანტებს (Surfactants), როგორც მაგალითად მიცელარული წყალი, ან დასაბანი საშუალებები, შესაბამისად, არ გამოიყენება კანის გასაწმენდად.
გაითვლისწინეთ, რომ თუ ტონერს ბამბის დისკით დაიტანთ კანზე და მას მაკიაჟის ნარჩენები მოყვება, ე.ი თქვენი რუტინა არასწორია, კანს არასწორად ისუფთავებთ და მაკიაჟის ნარჩენებს თქვენი ფორების დახშობის ბედნიერებას ანიჭებთ.
თუ მაკიაჟს და/ან წყალგამძლე მზისგან დამცავს ატარებთ, გამოიყენეთ ორმაგი წმენდის მეთოდი. ნუ დახარჯავთ ზედმეტ ფინანსებს ალკოჰოლის ბაზაზე დამზადებულ და ალერგენების შემცველ კანისთვის არასაჭირო პროდუქტებში.
და მაინც, თუ ტონერის გამოყენება ჩემსავით, თქვენც ბედნიერებას განიჭებთ, უამრავი პროდუქტი არსებობს კარგი შემადგენლობით, რომელთა შერჩევაც კანის ტიპის მიხედვით შეგიძლიათ.
პროდუქტების რეკომენდაციები:

Artemisia Treatment Essence
არტემიზიას ექსტრაქტზე დამზადებული ესენცია
MISSHA

Kombucha + 11% AHA Exfoliation Power Toner
სამმაგი ზემოქმედების ტონერი. აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ამცირებს ფორებს
Youth To The People

Hada Labo Rohto Gokujyn Hyaluronic Acid Lotion
ლოსიონი მგრძნობიარე კანისთვის: ალკოჰოლის, ეთერ ზეთებისა და პარფიუმის გარეშე
HADA LABO

Green Tea Fresh Hydrating Face Toner
მწვანე ჩაის ექსტრაქტზე დამზადებული დამატენიანებელი ტონერი
ISNTREE

DermatoCLEAN Toner
დამატენიანაბელი ტონერი ყველა ტიპის კანისთვის
Eucerin

The Good Acids Pore Toner
ფორების გამწნედი ტონერი
Peach & Lily
ჯანსაღ კანს გისურვებთ!