რა არის როზაცეა და როგორ ვებრძოლოთ მას? ამ სტატიაში განვიხილავ კანის დაავადებას, რომლის დროსაც კანი ხდება საოცრად მგრძნობიარე გარემო ფაქტორებისა და განსაკუთრებით იმ პროდუქტების მიმართ, რომელსაც მასზე დავიტანთ. როზაცეის სიმპტომებია: სიწითლე, ქავილი, წვა, წითელი წერტილები კანზე, ხშირად ერთვის აკნეც.
კითხვებისთვის და რჩევებისთვის მომწერეთ სოციალურ ქსელებში: Instagram-ზე: @niniamrao; Facebook-ზე: @niniamrao
კარგი იქნება, თუ ეწვევით დერმატოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ სამკურნალო საშუალებებს. როზაცეა ხშირად ტოპიკური, ან ორალური ანტიბიოტიკებითაც იკურნება. თუმცა არსებობს რამდენიმე ზოგადი რჩევა და როზაცეისთვის უსაფრთხო პროდუქტები, რომლებიც მინდა გაგიზიაროთ.
1
გაამარტივეთ სახის მოვლის რუტინა. ნუ გამოიყენებთ ერთად უამრავ პროდუქტს. წმენდა, დატენიანება და დაცვა – ამ სამ მთავარ პუნქტზე კონცენტრირდით.
2
როზაცეის მქონე პაციენტების 82%-S აქვს ძლიერ მგრძნობიარე კანი. დაბანისას გამოიყენეთ გრილი წყალი, ნაზად დაიმასაჟეთ სახე და მოერიდეთ ფიზიკურ ამქერცლავებს, სქრაბებს, სახის ჯაგრისებს და უხეშ პირსახოცებს. გამოიყენეთ ნაზი გამწმენდები საპნის გარეშე. უმჯობესია, არ შეიცავდნენ ალკოჰოლს, პარფიუმს, ეთერზეთებს და ძალიან არ ქაფდებოდნენ.

Gentle Skin Cleanser
სახის დასაბანი გელი, რომელიც არ ქაფდება.
Cetaphil
3
კვლევების მიხედვით, დამატენიანებელი საცხები ზრდის როზაცეის სამკურნალო საშუალებების ეფექტს, ამიტომ არ გამოგრჩეთ კანის მოვლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი – დატენიანება. სწორედ ამ დროს უნდა მივეხმაროთ კანს ბარიერს აღდგენაში. ვინაიდან, როზაცეას ხშირად ერთვის აკნეც, ეცადეთ, რომ კანის დამატენიანებელი იყოს არაკომედოგენური, სურნელოვანი დანამატებისა და ალკოჰოლის გარეშე. (NON COMEDOGENIC, FRAGRANCE FREE, ALCOHOL FREE) კარგი ინგრედიენტებია სილიკონი, ჰიალურონის მჟავა, ბეტა გლუკანი და კერამიდები.

SKIN RECOVERY CREAM
დამამშვიდებელი დამატენიანებელი მგრძნობიარე კანისთვის.
Avène
4
მზის მავნე ზემოქმედებისგან კანის დაცვა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია. დამცავის არჩევისას მინერალური, ანუ ფიზიკური დამცავი ფილტრები ეძებეთ (Zinc Oxyde და titanium Dioxide), რათა არ გამოიწვიოთ კანის დამატებით გაღიზიანება და დაიცვათ ის გარემო ფაქტორებისაგან. SPF30 ან ზევით დამცავი ატარეთ მოღრუბლულ ამინდშიც, ყველა სეზონზე.

UV Clear Tinted Face Sunscreen SPF 46
მზისგან დამცავი მგრძნობიარე და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.
EltaMD
5
კარგი იქნება, თუ მოერიდებით მძიმე, მსუყე მაკიაჟს და ატარებთ შეფერილ დამცავს. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ იყოს პარფიუმის გარეშე.

AntiRedness Concealing Day Cream SPF25
მწვანე პიგმენტის მქონე შეფერილი დამცავი.
Eucerin
6
როზაცეისა და კანის სხვა დაავადებების დროს, არ არის რეკომენდებული სურნელოვანი დანამატების მქონე პროდუქტების გამოყენება. ამიტომ, მოერიდეთ ეთერზეთებს, უსუნო, შემნიღბავ პარფიუმებს. დაიმახსოვრეთ, ნატურალური ყოველთვის არ ნიშნავს უსაფრთხოს.
სამკურნალო საშუალებების რეკომენდაციები: ძალიან კარგი ინგრედიენტია ნიაცინამიდი, აზელიანის მჟავა. ნატურალური ინგრედიენტებიდან ძირტკბილას და ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი, ასევე Chronium cc. მწვანე პიგმენტის მქონე სხვადასხვა პროდუქტები, ან ქონსილერები კარგად ფარავს სიწითლეს.
პროდუქტების რეკომენდაციები:

Sheer Physical Protection SPF 50
მზისგან დამცავი მგრძნობიარე კანისთვის.
NEOSTRATA

Daily Facial Moisturizer SPF 20
დამატენიანებელი დამცავი ეფექტით, სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის
Cetaphil

Toleriane Dermo-Cleanser
გამწმენდი რძე მგრძნობიარე და ალერგიული კანისთვის.
Laroche Posay
ასევე წაიკითხეთ ჩემი პოსტი დამცავებზე. ჯანსაღ კანს გისურვებთ!