„ბავშვობიდან მიყვარდა კოსმეტიკა. დედაჩემის ჩანთაში რასაც ვიპოვიდი, ყველაფერს სახეზე ვისვამდი. უმეტესად ექსპერიმენტებს ვატარებდი. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მარტო თამაში არ მყოფნიდა და Youtube-ს ჩავუჯექი. პირველი შთაგონება Michelle Phan-ი და მისი ტუტორიალები იყო”.
„ნელ-ნელა უფრო განვითარდა ეს სფერო და უფრო და უფრო მეტი ადამიანი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Jeffree Star-ია, რომელმაც კარიერა ზუსტად 2 ტუჩსაცხით დაიწყო, დღეს კი Jeffree Star Cosmetics ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია“.
„რასაც ვუყურებდი ყველაფერს საკუთარ თავზე ვცდიდი და თან სარკეში ჩემს თავს ველაპარაკებოდი, ვითომ მეც იუთუბერი ვიყავი“.
ანანო კურკუმული
„შევეცადე, რომ სრული თავისუფლება მიმეცა საკუთარი თავისთვის. არ მიყვარს წესები. მარტივი, უფერული მაკიაჟი ცოტა დამღლელი გახდა“.
ანანო კურკუმული
„სწორედ მაშინ გამოვიდა HBO-ს სერიალი Euphoria, რომელმაც უფრო მეტი გამბედაობა და თავდაჯერებულობა მომცა. რაც ყველაზე მთავარია, პროცესი ჩემთვის უდიდესი თერაპიაა“.
„პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ. თუმცა, გადავწყვიტე დრო მეიქაფ არტისტობისთვისაც დამეთმო და სწორედ ამიტომ, Instagram-ზე გვერდი შევქმენი, სადაც ჩემს ნამუშევრებს ყოველკვირეულად ვანთავსებ“.
„თითოეული ადამიანის შეფასება და კომპლიმენტი უდიდეს მუხტს მაძლევს და უფრო მოტივირებულს მხდის შევქმნა რაღაც ახალი“.
ანანო კურკუმული
„რაც არ უნდა ამბიციურად ჟღერდეს საკუთარი მაკიაჟის ხაზის შექმნაზე ვფიქრობ, რომელიც ჩემი ნამუშევრების მსგავსად, მხიარული, ხმაურიანი და ფერადი იქნება“.