ჩვენს ეპოქაში სულ უფრო მეტი პოპულარული ადამიანი არ ერიდება აკნეზე ხმამაღლა საუბარს. თავად სუპერმოდელებიც კი აღიარებენ, რომ იდეალური არავინაა და მათაც ხშირად უწევთ გამონაყართან ბრძოლა. ამჯერად, ჰეილი ბიბერმა Instagram-ზე სთორი გამოაქვეყნა, სადაც გამომწერებს უზიარებს პროდუქტს, რომელიც მას იდეალური სახის კანის შენარჩუნებაში ეხმარება.
ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა „პაჩები“, რომელსაც აკნესთან საბრძოლველად იყენებენ. „პაჩის“ გამოყენება ძალიან მარტივია: დაიტანეთ სტიკერი გაღიზიანებულ ადგილას და დაელოდეთ ჯადოსნურ შედეგს. სტიკერს ამოჰყავს ტოქსინები სახის კანიდან და ასუფთავებს მას.

ჰეილი ბიბერი გვიზიარებს Starface-ის უსაყვარლეს, ვარსკვლავის ფორმის „პაჩებს“. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი საკმაოდ ბიუჯეტურია. სტიკერების ერთი შეკვრა £12 ღირს.

Hydro-Stars
აკნეს „პაჩები“
STARFACE
£12