დღეს განვიხილავთ როგორი ტიპის ფილტრები არსებობს და რამდენი ხანი გვიცავს მზისგან დამცავი დამწვრობისგან? ასევე წაიკითხეთ: რატომ გვჭირდება მზისგან დაცვა და რა რაოდენობით უნდა დავიტანოთ დამცავი საშუალებები კანზე? მზისგან დაცვა: გიდი დამწყებთათვის (პირველი ნაწილი) არსებობს სამი ტიპის დამცავი: ქიმიური, მინერალური და შერეული (ამ უკანასკნელში ორივე ტიპის ფილტრებია შერეული).
კითხვებისთვის და რჩევებისთვის მომწერეთ სოციალურ ქსელებში: Instagram-ზე: @niniamrao; Facebook-ზე: @niniamrao
1
ქიმიური ანუ ორგანული ფილტრები Octorcrylene, Avobenzone, Oxybenzone, Tinisorb S და ა.შ: ქიმიური დამცავების შემთხვევაში კანში შემოღწეულ UV სხივებს ქიმიური ელემენტები გარდაქმნიან სიცხედ და კანიდან ულტრაწითელი სხივების მეშვეობით გამოყოფენ. ქიმიური დამცავები უფრო მსუბუქია და მარტივად დაიტანება კანზე, მაკიაჟის ქვეშაც შესანიშნავად მუშაობს.

კარგად გვიცავს UVA სხივებისგან, თუმცა იშლება კანზე და ბევრი UV სხივის ათვისების შემდგომ კარგავს ეფექტურობას. სწორედ ამის გამო, უნდა დავიტანოთ განმეორებით 2 ან 3 საათში. დამოკიდებულია SPF-სა და თქვენს დღიურ აქტივობაზე.
ქიმიური ტიპის დამცავებმა შეიძლება გააღიზიანონ მგრძნობიარე კანი. განსაკუთრებით, თუ ეს ამერიკული ან ევროპული დამცავებია, რადგან ისინი ხშირად იყენებენ Avobenzone-ს Octocrylene-ს, Oxybenzone-ს. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს კანის გაღიზიანებას ყველაზე ხშირად. ჩემი გამოცდილებით, კორეულ და იაპონურ მზისგან დამცავებში გამოიყენება ახალი ტიპის ინგრედიენტები, რომლებიც სტაბილურია, მზის მავნე ზემოქმედებისგან კარგად იცავს და არ იწვევს კანის გაღიზიანებას.
2
მინერალური არაორგანული, ანუ ფიზიკური ფილტრები არის Zinc Oxide და Titanium Dioxide: მინერალური დამცავების პირველი მინუსი მათი თეთრი შეფერილობაა, ამის მიზეზი Zinc Oxide, Titanium Dioxide-ია. მინერალები ჯდება კანის ზედაპირზე და აირეკლავს მზის გამოსხივება, არ აძლევს საშუალებას ეპიდერმისში შეაღწიონ მზის UV სხივებმა. (აღსანიშნავია, რომ მზის გამოსხივების მხოლოდ 5% აირეკლავს, დანარჩენს მაინც გარდაქმნის და გამოყოფს კანის ზედაპირიდან, ისევე როგორც ქიმიური ფილტრები).

მინერალური ფილტრები უკეთესია მგრძნობიარე კანისთვის, თუმცა ცოტა მძიმე კონსისტენციის არის და შეიძლება მაკიაჟის ქვეშ ცუდად გამოჩნდეს. სწორი ტექსტურისა და მისაღები კონსისტენციის შესარჩევად, პატარა ზომის დამცავებს გირჩევთ. სულ ვცდილობ ჯერ ტესტერები მოვიპოვო ან ვიყიდო და შემდგომ გადავიდე დიდ ზომებზე. მინერალური ფილტრები უკეთესია გარე აქტივობებისთვის, ზღვაზე და მდინარეზე გასარუჯად, რადგან ასეთი ტიპის დამცავები ძირითადად ოფლ და წყალგამძლეა.
3
არის კიდევ მესამე, შერეული ტიპის ჰიბრიდული დამცავები, რომლებშიც მინერალური და ქიმიური ფილტრები ერთადაა თავმოყრილი. ზაფხულში საქართველოში UV ინდექსი საკმაოდ მაღალია, ხშირად 7-8. რაც ნიშნავს, რომ მზის სხივების გამოსხივება აქტიურია.
ფიცპატრიკის შკალის მიხედვით, ღია კანის ფერი ძალიან მალე იწვება. იმის დასადგენად, თუ რამდენი ხანი გვიცავს ესა თუ ის დამცავი, თქვენი კანის ინდექსი უნდა გაამრავლოთ SPF-ზე. მაგალითად: ჩემი კანი იწვება 10 წუთში, ჩემი დამცავის SPF-ის ინდექსი 20-ია, ე.ი. საშუალოდ 200 წუთი დამიცავს. თუმცა, ეს იდეალურ შემთხვევაში, რადგან დაცვის ხანგძლივობა ასევე დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზეც: სწორი დოზით გამოვიყენეთ თუ არა დამცავი, არის თუ არა ის წყალგამძლე, ვართ თუ არა პირდაპირი მზის ზემოქმედების ქვეშ და ა.შ.

ჩემი რეკომენდაციაა მინიმუმ SPF 20, და PA რეიტინგში მინიმუმ ორი პლუსი (PA, PPD ++). ევროპულ დამცავებში ყურადღება მიაქციეთ რომ ეწეროს Broad Spectrum. არ დაგავიწყდეთ, რომ უნდა წავისვათ 2 მილიგრამი კანის 1 კვადრატული სანტიმეტრზე, საშუალოდ ¼ ჩაის კოვზი.
ჩემი რეკომენდაციები:

ANTHELIOS ULTRA COMFORT CREAM SPF 30
SPF 30 მზისგან დამცავი დამატენიანებელი ფორმულით.
Laroche Posay
£17.50

ANTHELIOS ULTRA-LIGHT INVISIBLE FLUID SPF 50+
Broad Spectrum (PPD 46, SPF 50+) მზისგან დამცავი სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის.
Laroche Posay
£17.50

MINERAL FLUID SPF 50+
მინერალური ფილტრების ბაზაზე დამზადებული, მსუბუქი ტექსტურის დამცავი. უხდება ყველაზე მგრძნობიარე კანსაც.
Avene

All Around Safe Block Essence Sun SPF 45/PA+++
ნატურალური, ბუნებრივი ექსტრაქტებისგან დამზადებული მზისგან დამცავი. UV გამოსხივების ბლოკირების ორმაგი სისტემით.
MISSHA
$16.00