რატომ გვჭირდება მზისგან დაცვა და რა რაოდენობით უნდა დავიტანოთ დამცავი საშუალებები კანზე? ვეცდები, ამ კითხვებს რამდენი პოსტით გავცე პასუხი, რადგან თემა ძალიან ვრცელია. ასევე წაიკითხეთ: როგორ შევინარჩუნოთ რუჯი?
დღეიდან ვიწყებ პოსტების ციკლს სადაც ვისაუბრებ მზისგან დამცავ საშუალებებზე. მაშ ასე, წაიკთხეთ მზისგან დამცავი საშუალებების გიდი დამწყებთათვის, პირველი ნაწილი.
კითხვებისთვის და რჩევებისთვის მომწერეთ სოციალურ ქსელებში: Instagram-ზე: @niniamrao; Facebook-ზე: @niniamrao
რას ნიშნავს SPF, PA, BROAD SPECTRUM
SPF ნიშნავს მზისგან დამცავ ფაქტორს, რაც უფრო მეტია SPF მით უფრო დიდი დრო გვიცავს პროდუქტი. SPF უფრო გვიცავს UVB სხივებისაგან, ამიტომ უმჯობესია თუ მზისგან დამცავ საშუალებას ექნება PA რეიტინგიც.
PA (PPD) რეიტინგი შემოიტანეს პირველად იაპონიაში და ნიშნავს დაცვას UVA სხივების წინააღმდეგ. მაქსიმალური დაცვა და მისი რაოდენობა 4 +ია. PA++++
BROAD SPECTRUM არის მაჩვენებლი რომლის მიხედვითაც საცხი მეტ UVA სხივებისგან დაცვას გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ SPF-ის შემთხვევაშია.

რა ზიანი მოაქვს UVA და UVB სხივებს კანისთვის?
UVC საბედნიეროდ ამ სხივებს ოზონის შრე და ატმოსფერო ბლოკავს და მათზე წუხილი აღარ გვიწევს.
UVB არის „მოკლე“ მზის სხივები რომელიც აღწევს კანის დერმაში, იწვევს სიწითლესა და გაღიზიანებას, სწორედ ეს სხივები იწვევს კანის პიგმენტაციას, ასაკობრივ, პიგმენტურ ლაქებს, კანის დამწვრობასა და მელანომას. UVB სხივების უმეტესობას ბლოკავს შუშა.
UVA სხივებს უფრო „გრძელი“ მოქმედება აქვთ, ისინი აზიანებს კანს დნმ-ის დონეზე და მოქმედებს ღრმა შრეებზე. იწვევს კანის დაბერებას და აქვს უფრო ხანგრძლივი ეფექტი. იწვევს კანის თავისუფალი რადიკალებით დაზიანებას. UVA სხივებს ვერ ბლოკავს შუშა.
აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, თუ თქვენი კანის მოვლის რუტინაში ფოტოსენსიტიური ინგრედიენტები შედის (მჟავები, ცე ვიტამინი, ა ვიტამინი).

საკმარისია თუ არა ბბ კრემებში შემავალი SPF კანის სათანადოდ დასაცავად? პასუხია არა! კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 2 მილიგრამი დამცავი საშუალებაა საჭირო. შესაძლოა, რთული გამოსათვლელია თუმცა საშუალოდ მხოლოდ სახეს ¼ ჩაის კოვზი დამცავი სჭირდება. სახეს და კისერს ჩაის კოვზის ½ .
რაც უფრო ნაკლებ საშუალებას ვისვამთ კანზე, მით უფრო ნაკლებია მზისგან დაცვა და SPF რეიტინგიც იკლებს. ამიტომ ბბ კრემები და ქუშონები ხანგრძლივ და საფუძვლიან დაცვას ვერ უზრუნველყოფენ.
უმჯობესია მზისგან დამცავი საშუალებები მთელი წლის განმავლობაში გამოიყენოთ. რათა ასაკში არ გაგვიჩნდეთ ლაქები და ნაოჭების გაჩენასაც ჩანასახშივე ვებრძლოთ.
ჯანმრთელ კანს გისურვებთ. შემდეგ პოსტში ქიმიურ და ფიზიკურ დამცავებს და SPF რეიტინგს განვიხილავ.