ჯადოსნურ სამხრეთ კორეულ კოსმეტიკას ქართველი მომხმარებელი ცოტა ხნის წინ გაეცნო და ჯერ კიდევ კვლევისა და აღმოჩენის პროცესშია. ფარმაცევტულმა კომპანია პსპ-მ მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული, სამხრეთ კორეული ბრენდის Mizon-ის ლოკოკინის ხაზი წარმოგვიდგინა, რომელიც უამრავმა მომხმარებელმა პირველი გამოყენებისთანავე შეიყვარა. კორეული კოსმეტიკის მიმართ ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა და ქართულ ბაზარზე ისეთი ბრენდები გამოჩნდა, როგორებიც Missha, ma:nyo და LANEIGE-ია.
იმისათვის, რომ დამღლელი ძიებისა და დატესტვის პროცესი თავიდან აგარიდოთ, წარმოგიდგენთ 10 სამხრეთ კორეულ პროდუქტს, რომელიც ახლავე უნდა შეიძინოთ.

1
Pink Clay
ვარდისფერი თიხა ატენიანებს კანს, საფუძვლიანად წმენდს და კრავს ფორებს, აბალანსებს ცხიმის გამოყოფას, აქვს ლიმფოდრენაჟის უნარი. ეფექტურად მუშაობს პრობლემურ კანზე.
Koko Blansh
80 ₾

2
Intensive Gold Eye Gel Patch
თვალის პაჩების შემადგენლობაში შემავალი ლოკოკინის ლორწო უზრუნველყოფს კანის აღდგენასა და მის ელასტიკურობას. Mizon-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი სამუდამოდ დაგავიწყებთ გამომშრალ და ჩაშავებულ თვალის უპეებს.
PSP
68 ₾

3
Calming Cream
საცხი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, აბალანსებს ცხიმიანობის დონეს და ამასთანავე ატენიანებს მას.
Korean Magic
44 ₾

4
Jade Roller
ჩვენი მკითხველებისთვის Jade Roller-ის ჯადოსნური მოქმედების შესახებ კარგად არის ცნობილი. სახის მასაჟორი ნეფრიტის მინერალური ქვისგან მზადდება, რაც მას ისეთ სუპერძალებს ანიჭებს, როგორიც სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესება და სახის შეშუპებასთან ბრძოლაა.
Koko Blansh
30 ₾

5
Lip Sleeping Mask
ღამის ნიღაბი თქვენი ტუჩებისთვის რომელიც ატენიანებს, ამკვრივებს, აახალგაზრდავებს კანს, ასწორებს ტუჩების ირგვლივ ნაოჭებს და აქვს მსუბუქი ექსფოლიაციის უნარი.
Koko Blansh
20 ₾

6
Correct BB Cream
მათთვის, ვინც შემოდგომისა თუ ზამთრის სუსხიან დღეებში მსუბუქი BB კრემის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ Mizon-ის საცხი, რომელიც მაღალი დაფარვითა და SPF 50-ის დაცვით თქვენი რჩეული პროდუქტი გახდება.
PSP
36 ₾

7
Super Off Cleansing Oil
ზეთოვანი დასაბანი საშუალება MISSHA-სგან საფუძვლიანად ადნობს, შემდეგ კი ასუფთავებს კანს მაკიაჟისგან. სიღრმისეულად ატენიანებს მას და საგულდაგულოდ ებრძვის შავ წერტილებს.
Korean Magic
59 ₾

8
Acne blemish out pink spot
აკნეს სამკურნალო ეფექტური და არაკომედოგენური საშუალება ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. გარდა მოცემული ფხვნილისა, ამ სერიიდან შეგიძლიათ სახის დასაბანი ქაფი და პლასტირებიც შეიძინოთ.
PSP
44 ₾

9
Time Revolution Night Repair
სასწაულმოქმედი შრატი რომელიც გამოიყენება სახის საცხამდე, ტონერისა და ესენციის შემდეგ. ის აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას, სიმკვრივეს, ტონუსსა და ბალანსს.
Korean Magic
99 ₾

10
და ბოლოს, Sheet Mask-ების მოყვარულებისთვის კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტი გვაქვს: ფუტკრის ნექტარისგან დამზადებული სახის ნიღაბი, რომელიც სიღრმისეულად ატენიანებს, არბილებს და კვებავს კანს.
Korean Magic
10 ₾