ქენდალ და კაილი ჯენერებმა Youtube-ზე ერთობლივი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც Kylie Cosmetics-ის ახალი თვალის ჩრდილები წარადგინეს. პროდუქტების განხილვამდე, ქენდალმა ბავშვობა და თინეიჯერობის წლები გაიხსენა. სუპერმოდელი, რომელსაც აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვს, ხშირად საუბრობს ამ პრობლემზე და ფანებს გამოყართან ბრძოლის გზებსაც უზიარებს.
ასევე წაიკითხეთ: დავამსხვრიოთ მითები ფორების შესახებ
შესაძლოა, აკნე და გამონაყარი კანის ფიზიკური პრობლემაა, მაგრამ არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. აკნესთან ბრძოლის პროცესი განსაკუთრებული გამოწვევებით არის სავსე თინეიჯერობის ასაკში. „მახსოვს, მეცხრე კლასში გადასვლამდე ჩემი აკნე ძალიან პრობლემური გახდა. გამონაყარის დასაფარად, ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე სახეზე უამრავ პროდუქტს ვიდებდი. მაშინ, მაკიაჟის სწორად გამოყენებაზე არაფერი ვიცოდი”, – ქენდალ ჯენერი.

ასევე წაიკითხეთ: პროდუქტი, რომელსაც ჰეილი ბიბერი აკნესთან ბრძოლაში იყენებს
„ყოველ დილით, სკოლის კიბეებთან გეკითხებოდი (კაილის მიმართავს): მეტყობა გამონაყარი? რა თქმა უნდა მეტყობოდა და ამას შენც ხედავდი, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდი რომ არა, მშვენივრად გამოვიყურებოდი. შენი სიკეთე სწორედ იმ თავდაჯერებულობას მაძლევდა, რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა”, – ქენდალ ჯენერი.