მაკიაჟის ტრენდები ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება. ის, რაც 2 წლის წინ იყო მოდაში, დღეს შეიძლება ღიმილს გვგვრიდეს. არ შეიძლება შეუმჩნეველი დაგვრჩეს თვალის მაკიაჟის განვითარება, რომელიც უკვე 3 წელია ნელ-ნელა გვაჩვევს თავს და გვარწმუნებს, რომ კიდევ დიდხანს გაგვაოცებს სიახლეებით. დღეს, ასეთი მაკიაჟის ტენდენცია Instagram-სა და სხვა სოც. ქსელებს იპყრობს.
განსხვავებული თვალის მაკიაჟის ტენდენციამ ყურადღება სერიალ „ეიფორიადან“ მიიპყრო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ უნიკალური მაკიაჟი და პერსონაჟების სტილი გახდა ტელე-შოუს წარმატების მიზეზი. „ინსტაგრამ“ ინფლუენსერები და ბიუთ ბლოგერები დღეს ასეთი სტილის უამრავ ვარიაციას გვთავაზობენ.
ერთად დავათვალიეროთ ეპიკური თვალის მაკიაჟის 5 ტენდენცია, რომელიც აუცილებლად უნდა ვცადოთ.
ასევე ნახეთ: „ეიფორიის“ ღრუბლების მაკიაჟის გაკეთების მარტივი ხრიკი

1. ღრუბლები
ასეთი სტილის მაკიაჟი დღეს ყველაზე ტრენდულია. ღია ფერის ლაინერით გაიკეთეთ „ღრუბლები“ თვალის გარშემო. ასეთი ლუქი შეუმჩნეველი არავის დარჩება.
© Instagram | @nikki_makeup

2. ყვავილები
ასეთი ზღაპრული ეფექტის მოხდენა ძალიან მარტივად შეგიძლიათ. გამომშრალი მინი ყვავილების შეძენა Amazon-ზე უკვე შესაძლებელია.
© Instagram | @alyssainthecity

3. მზის სხივები
ძალიან მარტივი და ამავდროულად, საოცრად ეფექტური დიზაინი. გამოიყენეთ ყვითელი ფერის თვალის ლაინერი და განსაკუთრებული ეფექტისთვის მიმართეთ დასაკრავ კრისტალებს.
© Instagram | @raincornelius

4. ვარსკვლავები
ასეთი სტილის მოსარგებად გამოიყენეთ მკვეთრი ფერები, იყავით გაბედულები.
© Instagram | @raincornelius

5. ყვავილების წამწამები
ყველაზე ექსტრავაგანტული და ნაზი ლუქი: ყვავილების წამწამები. ასეთი ვიზუალი შთაბეჭდილების მოხდენაში ყოველთვის დაგეხმარებათ.
© Instagram | @sarahbrownphoto