პირველი და ყველაზე გავრცელებული მითი ფორების შესახებ მათ გახსნას და დახურვას უკავშირდება: ფორებში არ არის კუნთოვანი მასა, რომლის საშუალებითაც ისინი გაიხსნება, ან დაიხურება. მაღალი ტემპერატურა და ორთქლი უბრალოდ არბილებს ფორების ზედა ნაწილს, რაც ამარტივებს ცხიმის და ჭუჭყის გადმოსვლას და შავი წერტილების მოშორებას, სულ ეს არის.
ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული კვლევა, რომლის საფუძველზეც ვიტყვით, რომ ფორები ზომაში პატარავდება, თუმცა მათი სისუფთავის შენარჩუნებით შეგვიძლია, ნაკლებ ხილვადობას მივაღწიოთ.
რატომ ჩანს ფორები ასეთი დიდი?
ეს დამოკიდებულია ცხიმოვანი ჯირკვლებიდან სებუმის გამოყოფაზე და თმის ფოლიკულზე, რომელიც ფორებს ავსებს. დიახ, ფორებში პაწაწინა თმები ცხოვრობენ. ძირითადად სწორედ ამ თმებს, ან უბრალოდ კანის ზედა მკვდარ ფენას აშორებს შავი წერტილების მოსაშორებელი ასაფხრეწი ნიღბები.
რაზე არის ფორების ვიზუალური ზრდა დამოკიდებული?
ფორების ვიზუალურად გაზრდა დამოკიდებულია ჰორმონებზე, გენეტიკურ მახასიათებლებზე. ხშირად ყოველივე წამლების უკუჩვენებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ფორების ხილვადობას ზრდის მოწევა, მზის მავნე ზემოქმედება და აკნე. ასევე კანზე მაკიაჟის და მზისგან დამცავი საცხების ნარჩენები.
შესაძლოა, ფორების დახშობა და ვიზუალურად მათი ზრდის პროვოცირება გამოიწვიოს უხეშმა სქრაბებმა, ხშირმა აქერცვლამ (თუნდაც ქიმიურმა), ზოგ შემთხვევაში, აკნეს სამკურნალო ინგრედიენტებმა და კომედოგენურმა საცხებმა.

როგორ ვებრძოლოთ ფორების ხილვადობას?
1. ყოველთვის კარგად გაიწმინდეთ კანი: მე ორმაგი წმენდის მომხრე ვარ და მეორე ეტაპის დასაბან საშუალებად სალიცილის მჟავის შემცველ გელს ვიყენებ, თუმცა ორმაგი წმენდა პრობლემის მოგვარების უტყუარი საშუალება არ არის და არც მეცნიერულადაა დამტკიცებული მისი ეფექტურობა. მთავარია, მაკიაჟის და დამცავი საცხის ნარჩენები კარგად მოიშოროთ. ამას შეიძლება ერთი ეფექტიანი დასაბანი გელიც გაუმკლავდეს.
ასევე წაიკითხეთ: როგორ ჩავიტაროთ სახის ორმაგი წმენდა?
2. საუკეთესო ინგრედიენტები ფორების ხილვადობასთან საბრძოლველად: პერორალური გზით მისაღები ძალიან კარგი ინგრედიენტებია აკუტანი (ექიმის დანიშნულებით), ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (ექიმის დანიშნულებით).
2. ახლა კი გარეგანი გამოყენების ინგრედიენტებზე გადავიდეთ: რეტინოიდები, სალიცილის მჟავა (ჩემი ფავორიტი ინგრედიენტი), ნიაცინამიდი, ბენტონიტის და კაოლინის თიხის ნიღბები, გლიკოლის მჟავა და რძემჟავა. ფორების გასუფთავების ხარჯზე მცირდება მათი ხილვადობაც.
3. ქიმიური პილინგები შლის მკვდარ უჯრედებს და ფორები ვიზუალურად უფრო პატარა ჩანს. ფორების გასასუფთავებლად ძალიან კარგი ბუნებრივი ინგრედიენტია მწვანე ჩაი. ეს შედარებით სუსტი, მაგრამ ბუნებრივი საშუალებაა. შედეგის მისაღებად გამოყენების უფრო დიდი პერიოდია საჭირო, თუმცა იდეალურია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის.
ეცადეთ, რომ აქტიური ინგრედიენტები დაიტანოთ მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე, რათა არ გამოიწვიოთ კანის დანარჩენი ნაწილის გამოშრობა.
4. დაიცავით კანი მზისგან: ყველაფრის მშველელი, ყველაფრისგან გადამრჩენელი და ზოგადად, სუპერ პროდუქტი მზისგან დამცავი საცხებია! გამოიყენეთ არაკომედოგენური საცხები. UV სხივებისგან მიღებული დაზიანების გამო, მციდება კოლაგენის გამოყოფა, კანზე იმატებს ნაოჭები, პიგმენტური ლაქები და ფორების ხილვადობა.
ასევე წაიკითხეთ: როგორ წავისვათ დამცავი და მაკიაჟი ერთად?
5. რაც შეეხება კვებას: უმჯობესია, თუ კვების რაციონიდან ამოიღებთ ცხოველურ რძეს, საფუარს, შაქარს. ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ინსულინის ნორმას ზევით წევს, რაც კანის ცხიმიანობის ზრდას განაპირობებს.
პროდუქტების რეკომენდაცია

1
COSRX-ის სახის დასაბანი საშუალება სალიცილის მჟავით. განკუთვნილია აკნესკენ მიდრეკილი ცხიმიანი კანისთვის. ეს პროდუქტი საკმაოდ ნაზია, არ აშრობს და არ აზიანებს კანს, ასუფთავებს სიღმისეულად და ხელს უწყობს ფორების სისუფთავის შენარჩუნებას.
მთელ სახეზე, ან პრობლემურ ადგილებზე დაიტანეთ ნაზი მასაჟური მოძრაობებით და წყლით ჩამოიბანეთ. შესაძლებელია მისი ყოველდღიური გამოყენება.

2
Alkmene-ის ნიღაბი თეთრი თიხით (კაოლინით) კანიდან ზედმეტი ცხიმის მოშორებაში და ფორების სისუფთავის შენარჩუნებაში დაგემარებათ. მასში შემავალ ჩაის ხის ფოთლის ზეთს კი, ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს.
ნიღბის გამოყენება შესაძლებელია კვირაში 3-4 ჯერ. * ნიღბის გამოყენებისას მოარიდეთ ის თვალებს. არ არის მიზანშეწონილი ალერგიული, მგრძნობიარე კანისთვის, რადგან პროდუქტი შეიცავს ალერგენს (limonene).

3
CERAVE SA CLEANSER-ის ბესთ-სელერი, სალიცილის მჟავის შემცველი დასაბანი საშუალება დაგეხმარებათ მკვდარ უჯრედებთან და ფორების დახშობასთან გამკლავებაში. განკუთვნილია ნორმალური კანისთვის.
ნაზი, მასაჟური მოძრაობებით დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 1-2 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. გამოიყენეთ კვირაში რამდენჯერმე და მოარიდეთ თვალებს.

4
The Ordinary-ის ნიაცინამიდის და თუთიის კომბინაცია თქვენ კანს სებუმის დარეგულირებაში დაეხმარება. შედეგად კი, ნაკლებად ხილულ ფორებს მიიღებთ. ის კარგია გამონაყარის წინააღმდეგაც.
მწარმოებლის რეკომენდაციით, შრატის გამოყენება შეიძლება ყოველდღე – დილით და საღამოს, მშრალ კანზე. შრატი უნდა წაისვათ დამატენიანებლამდე და მზისგან დამცავამდე.
* პროდუქტის გამოყენებამდე, მაჯაზე ჩაიტარეთ ალერგიის ტესტი.

5
The INKEY List 2% – სალიცილის მჟავის ეს შრატი შესანიშნავი საშუალებაა კანზე დასატოვებლად, რომელიც ფორებთან, გამონაყართან და ზედმეტ ცხიმთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. რეკომენდებულია ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის.
მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დილით, ასევე ღამით. რამდენიმე წვეთი დაიტანეთ მშრალ, სუფთა კანზე და თანაბრად გადაინაწილეთ. * შრატი უნდა დაიტანოთ დამატენიანებლის და მზისგან დამცავის წასმამდე.
ჯანსაღ კანს და ნაკლებად ხილვად ფორებს გისურვებთ!