კვლევის თანახმად, კვება, სახის მოვლის საშუალებები და ასევე ყოველდღიური ჩვევები გავლენას ახდენენ სახის კანზე. ვნახოთ, 5 ფაქტორი, რომელიც ნაოჭების წარმოქმნას აჩქარებს.
ასევე ნახეთ: 7 ხილი, რომელიც იდეალური კანის შექმნაში დაგეხმარებათ.
1. ძილის რეჟიმის დარღვევა
ძილის რეჟიმის დარღვევა კანის დეჰიდრატაციას იწვევს. კვლევის თანახმად, დღე-ღამეში თუ მხოლოდ 5 საათი, ან უფრო ნაკლები დროით გძინავთ, ეს კანის გამოშრობას იწვევს. იმისთვის, რომ კანზე ახალი უჯრედები წარმოიქმნას, დასვენება და კარგი გამოძინება უმნიშვნელოვანესია.

2. ანტიოქსიდანტების ნაკლებობა
ორგანიზმში ანტიოქსიდანტების ნაკლებობა ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას. კანის ჯანსაღი იერისთვის უმნიშვნელოვანესია A, C, E ვიტამინები, ასევე კალიუმი. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ მივირთვათ ბევრი ბოსტნეული, განსაკუთრებით კი, სტაფილო, გოგრა, პომიდორი, ასევე მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. კარგი იქნება, თუ რაციონში ჩართავთ ზეთისხილის დანამატს.

3. წითელი ხორცი
კვლევის თანახმად, წითელი ხორცის რეგულარულად მირთმევა ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას განსაკუთრებით კი მაშინ, თუ შემწვარ ხორცს მიირთმევთ. დერმატოლოგები რეკომენდაციას უწევენ უფრო მეტი წვნიანისა და ხილის მიღებას და ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ შემწვარ ხორცს სხვა საკვებით ჩაანაცვლებთ.

4. აბაზანის ხანგრძლივად მიღება
ცხელი აბაზანის ხანგრძლივად მიღება და უხარისხო გელი კანს აშრობს და ეს შეიძლება ნაოჭების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდეს.

5. დაუბალანსებელი კვება
ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მთავარი რამ სწორი კვებაა. არაჯანსაღი საკვები, გარდა ჯანმრთელების პრობლემებისა, კანზე ნაოჭების გაჩენასაც განაპირობებს. ამიტომაც, დერმატოლოგები ამბობენ, რომ თუ ახალგაზრდული იერის დიდხანს შენარჩუნება გსურთ, პირველ რიგში, ჯანსაღად კვება უნდა დაიწყოთ.
