მანიკიურის საზაფხულო ტენდენციების ძიებაში, ინსტაგრამი შემოვირბინეთ და შემთხვევით Aloha•ალოჰა-ს გვერდს წავაწყდით. ერთი ჩამოსქროლვითაც გასაგებია, რომ ფრჩხილების სალონი მანიკიურის 2019 წლის საზაფხულო ტენდენციებს ზედმიწევნით მიჰყვება და არც ორიგინალური იდეების ნაკლებობას უჩივის.
ჩვენს სარედაქციო გუნდს მათი მომსახურების ხარისხი საკუთარ თავზე ჯერ არ გამოგვიცდია, ამიტომ გადამეტებული რეკომენდაციისგან, ჯერჯერობით, თავს შევიკავებთ. სამაგიეროდ, თამამად შემოგთავაზებთ Aloha•ალოჰა-ს ინსტაგრამის გვერდიდან შერჩეულ ფოტოებს, რომლებიც სეზონის ყველაზე ტენდენციური მანიკიურის სხვადასხვა ვერსიას წარმოგვიდგენს.