შემოდგომის დადგომა რადიკალურად ცვლის ჩვენს გარდერობ და მის ფერთა გამას. უფრო მუქი ფერის სამოსზე გადასვლასთან ერთად, როგორიც არის ყავისფერი, ღვინისფერი, ლურჯი, იცვლება ჩვენი მანიკურიც.
დაათვალიერეთ 6 ტენდენციური ფერი 2019 წლის შემოდგომის სეზონისთვის.

1
მუქი ლურჯი
CHANEL-ის ლურჯი ლაქის ჰაეროვანი სტრუქტურა და რაც მთვარია, უნიკალური ფერი უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ.
CHANEL
$28

2
იასამნისფერი
კიდევ ერთი, ტენდენციური ფრჩხილის ლაქი ტომ ფორდის კოლექციიდანაა, მისი მომნუსხველი იასამნისფერი მალევე დაიპყრობს თქვენს გულს.
TOM FORD
$35

3
ბორდოსფერი
წითელი ფერის ფრჩხილის ლაქი ყველა სეზონზე აქტუალურია. შემოდგომის ფოთოლცვენას, ისე არაფერი მოუხდება ფრჩხილებზე, როგორც OPI-ს ბორდოსფერი ლაქი.
OPI
$13

4
ქვიშისფერი
თუ ნეიტრალური ფერების მოყვარული ბრძანდებით, მაშინ JINsoon-ის ეს ნათელი, ქვიშისფერი ფრჩხილის ლაქი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი.
JIN SOON
$18

5
ცა და ცისარტყელა ერთ ბოთლში
გარდამავალი ფერების მოყვარულთათვის, Morgan Taylor-ის ფრჩხილის ლაქი ნამდვილი ჯადოსნობაა. მისი მბზინავი ეფექტით, თქვენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნებით.
Morgan Taylor
$11.99

6
მუქი მწვანე
მწვანე ამჯერადაც ტენდენციურ ფერებს შორისა არის. 2019 წლის შემოდგომას კი ყველაზე მეტად მუქი მწვანე შეფერილობა ამშვენებს.
ESSIE
$8.94